ძიუდოს რეიტინგი: პირველი კვლავ ქართველია, შავდათუაშვილმა კი ათეული დატოვა

AutoSharing Option
ფოტო: Ijf.org

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც ყველა წონით კატეგორიაში მსოფლიოს საუკეთესო 10 ძიუდოისტს შორის საქართველოს ნაკრების 3 წევრია.

ათეულში ადგილი დაკარგა ლაშა შავდათუაშვილმა (5516 ქულა), რომელმაც მე-17 პოზიციაზე გადაინაცვლა.

სიის სათავეში ადგილი დაიბრუნა 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვარლამ ლიპარტელიანმა (7477 ქულა), მძიმეწონოსანმა გურამ თუშიშვილმა კი (7252 ქულა) კვლავ მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

მესამე ადგილზე ისევ ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადაშვილია (7042 ქულა), მეოთხე კი - რუსეთის საუკეთესო ძიუდოისტი რობერტ მშვიდობაძეა (6446 ქულა).

მეშვიდე პოზიციას კი ვაჟა
მარგველაშვილი
(5701 ქულა) იკავებს.

Sportall.Ge

altმარაკეშის გრან პრი: ლაშა შავდათუაშვილი დენის იარცევთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული