15 მარტს ეკატერინბურგის გრანდ სლემი დაიწყო, სადაც ქართველი ძიუდოისტებიც მონაწილეობენ.
დღეს ბრინჯაოს მედლებისთვის ლუხუმ ჩხვიმიანი (60) და ბაგრატ ნინიაშვილი (66) იჭიდავებენ.
ლუხუმ ჩხვიმიანმა (60) რეპეშაჟში რუსეთის წარმომადგენელ სახვაატ გაჯიევს დამატებით დროში სძლია და ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ჰოლანდიის წარმომადგენელ თორნიკე ჭკადუას შეხვდება.
აქამდე ჩხვიმიანმა ტურნირის სტარტზე ტაჯიკ დალერ ქურბონჯონოვს და ბრაზილიელ პელიპელი პელიმს მოუგო, შემდეგ კი რუსეთის წარმომადგენელ ისლაემ იაშუევთან გაფრთხილებებით წააგო.
თემურ ნოზაძემ (60) პირველ შეხვედრაში ყირგიზ ძიუდოისტს მოუგო, თუმცა შემდეგ რუსეთის წარმომადგენელ ალბერტ ოზუგოვთან ვაზარით წააგო.
ბაგრატ ნინიაშვილი (66) პირველ
წრეში ისვენებდა. მეორე წრეში მან რუსეთის წარმომადგენელ არამ გრიგორიანს მოუგო, შემდეგ კი ფრანგ დანიელ ჯინს სძლია.
ნახევარფინალში ნინიაშვილი რუსეთის წარმომადგენელ ისა ისაევს შეხვდა და დამატებით დროში გაფრთხილებებით წააგო. ნინიაშვილის მეტოქე ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ჯერჯერობით უცნობია.
ფინალური ბლოკი 16:00 საათიდან დაიწყება.