ფოტო: Ijf.org
15 მარტს ეკატერინბურგის გრანდ სლემი დაიწყო, სადაც ქართველი ძიუდოისტებიც მონაწილეობენ.
ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლუხუმ ჩხვიმიანი ჰოლანდიის სახელით მოასპარეზე თორნიკე ჭკადუასთან ვაზარით დამარცხდა და უმედლოდ დარჩა.
ლუხუმმა აქამდე ტაჯიკი დალერ ქურბონჯონოვი და ბრაზილიელი პელიპელი პელიმსი დაამარცხა, შემდეგ კი რუს ისლაემ იაშუევთან დამარცხდა. რეპეშაჟში კი ასევე რუსეთის წარმომადგენელ სახვაატ გაჯიევს სძლია.
ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბაგრატ ნინიაშვილი. მისი მეტოქე იაპონელი ტარო ფუჯისაკა იქნება.
რუსების გავლით - ჩხვიმიანი და ნინიაშვილი ეკატერინბურგში ბრინჯაოსთვის იბრძოლებენ