ეკატერინბურგის გრანდ სლემი. III დღე: ბექა ღვინიაშვილი ვერცხლის მედლის მფლობელია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფოტო: Ijf.org

ბექა ღვინიაშვილი 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ეკატერინბურგის გრანდ სლემის ფინალში დამარცხდა.

ქართველი ძიუდოისტი ფინალურ ბრძოლაში ჰოლანდელ ნოელ ვან ტი ენდთან იპონით დამარცხდა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

აღსანიშნავია, რომ ოპერაციის გამო ბექას დიდი დრო გაუცდა და ეს 2017 წლის შემდეგ მისი პირველი ტურნირია.

საქართველოს ნაკრები ეკატერინბურგში 12-კაციანი შემადგენლობით გაემგზავრა და უკან სამი მედლით ბრუნდება.

ბექა ღვინიაშვილის გარდა, ბრინჯაოს მედლებს ბაგრატ ნინიაშვილი (66) და ლუკა მაისურაძე (81) დაეუფლნენ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
გული დამწყდა. არადა შეიძლებოდა ცოტა ხანიც გაეძლო!
დავით 67
22 მარტი 2019 05:44
0
დაბრუნდა ჩვენი ბიჭი :)
გულშემატკივარი
19 მარტი 2019 10:51
0
ბრწყინვალედ იასპარეზა ბექამ ჰოლანდიელის წინააგმდეგ. უბრალოდ,მიწურულს არ ეყო არც ჯანი და არც სპორტული იგბალი.
lugu123
18 მარტი 2019 18:46
1
ბექა როცა მაგარ ფორმაში იყო,მაშინაც იღლებოდა ხოლმე და ახლა, ამხელა პაუზის შემდეგ ფინალში გასვლა,მშვენიერი შედეგია.ეს შეხვედრა მხოლოდ დაღლილობის გამო წააგო.გილოცავ ბექა.დარწმუნებული ვარ ძალიან მალე სრულ ფორმაში შეხვალ და უფრო მეტად გაგვახარებ.
სოსო
18 მარტი 2019 11:11
0
ოპერაციის შემდეგ მშვენიერი შედეგია ბექას წარმატებები დღეის მერე სულ ოქრო მოგველოცოს უფალი შენსკენ.
კახა
18 მარტი 2019 01:04
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული