429 ძიუდოისტი 55 ქვეყნიდან - 29 მარტს თბილისის გრან პრი იწყება

AutoSharing Option
29 მარტს თბილისში ძიუდოს ტურნირის 2019 წლის გრან პრი აიღებს სტარტს.

საქართველოს დედაქალაქს 55 ქვეყნიდან 429 ძიუდოისტი, მათ შორის, 238 კაცი და 191 ქალი ესტუმრება.

საქართველოს ნაკრების წინასწარი განაცხადი ასე გამოიყურება:

60 კგ: თემურ ნოზაძე, ჯაბა პაპინაშვილი, ირაკლი კუპატაძე, ლუხუმ ჩხვიმიანი;
66 კგ: ნიკო ჭიკაიძე, გიორგი გუგულაშვილი, გიორგი თუთაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი;
73 კგ: ფრიდონ გიგანი, ვალერი იაშვილი, გიორგი ჩიხელიძე, ლაშა გიუნაშვილი;
81 კგ: ბექა დონღვანი, კობა მჭედლიშვილი, გიორგი კაციაშვილი, ტატო გრიგალაშვილი;
90 კგ: გიორგი პაპუნაშვილი, უშანგი მარგიანი, იმედა გოგოლაძე, ავთანდილ ჭრიკიშვილი;
100 კგ: ლაშა ტაველური,
ონისე სანებლიძე, გიორგი ბერიაშვილი, გიორგი ჩიქოვანი;
+100 კგ: ლევან მათიაშვილი, გელა ზაალიშვილი, ონისე ბუღაძე, გიორგი ზაქარიაძე.

ქალთა წინასწარ განაცხადში შემდეგი ძიუდოისტები მოხვდნენ:

48 კგ: ნატალია ყიფშიძე, მარიამ ციხელაშვილი, მარი მახარაშვილი;
52 კგ: მარიამ ჯანაშვილი, ტატიანა ლევიცკა-შუკვანი;
57 კგ: ეთერ ლიპარტელიანი;
63 კგ: მზია ბებოშვილი;
70 კგ: მარიამ ჭანტურია;
+78 კგ: სოფიო სომხიშვილი.

როგორც Sportall.ge-ს ძიუდოს ფედერაციის პრესსამსახურში განუცხადეს, საბოლოო განაცხადები კენჭისყრის დღეს გახდება ცნობილი.

"ეს წინასწარი განაცხადია, საბოლოო კი კენჭისყრაზე გახდება ცნობილი. ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს. წინასწარ დარეგისტრირებულია ხალხი, მაგრამ კენჭისყრის წინ ყველაფრის დაზუსტება ხდება ხოლმე. სავარაუდოდ, ეს განაცხადიც შეიცვლება", - განაცადა პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ზურაბ უსუფაშვილმა.

რაც შეეხება წინასწარ განაცხადში მძიმეწონოსნის, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონის, გურამ თუშიშვილის არყოფნას, უსუფაშვილი აცხადებს, რომ გურამ თუშიშვილს ტრავმა აღარ აწუხებს და ის თავს კარგად გრძნობს.

altეკატერინბურგის გრანდ სლემი. III დღე: ბექა ღვინიაშვილი ვერცხლის მედლის მფლობელია [VIDEO]

altარის იპონი! - ლუკა მაისურაძემ ეკატერინბურგის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]

altბაგრატ ნინიაშვილმა ეკატერინბურგის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი იპონით მოიპოვა [VIDEO]

altძიუდოს რეიტინგი: პირველი კვლავ ქართველია, შავდათუაშვილმა კი ათეული დატოვა

მკითხველის კომენტარები / 3 /
ამათ რა ვერგაიგეს კარგია ახალგაზრდების ჭიდაობა მაგრამ ხალხს მოგვენატრა საქართველოში პირველი ნომრების ხილვა


ისე თუიცით იაპონელები ჩანოდიან თუ ამჯერადაც მაგათ შიდა ჩემპიონატს ემთხვევა
ცარუ
10:36 22-03-2019
0
კიდევ მარგველაშვილი??? მეორე შემადგენლობით ვართ.
დათო
15:19 21-03-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული