1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი - საქართველოს ნაკრების გუნდური პირველი ადგილი ანტალიის გრან პრიზე [VIDEO]

AutoSharing Option
7 აპრილს, ანტალის გრან პრის მესამე საშეჯიბრო დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა 3 მედალი მოიპოვეს.

90 კგ. წონით კატეგორიაში გიორგი პაპუნაშვილი იპონით თურქ მიკაილ ოზერლერთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი ერგო.

ხოლო ავთანდილ ჭრიკიშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში სერბ ალექსანდრ კუკოლს იპონით სძლია.

მძიმე წონითი კატეგორიის ფინალი ლევან მატიაშვილმა ჰოლანდიელ როი მეირთან დამატებით დროში ვაზარით წააგო და ვერხლის მედალს დასჯერდა.

VideoSportall.Ge
ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი - საქართველოს ნაკრების გუნდური პირველი ადგილი ანტალიის გრან პრიზე [VIDEO]" />
07.04.19. მატიაშვილის ვერცხლი ანტალიის გრან პრიზე
საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე 1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.

შეგახსენებთ, ლუკა მაისურაძემ (81 კგ) ოქროს, ხოლო ბაგრატ ნინიაშვილმა (66 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ჭრიკიშვილმა გაიხსენა თავისი საფირმო იპონი, ნახევარფინალში კი აშკარად დაჩაგრეს, მაგრამ არაუშავს მთავარი სათქმელი კიდევ წინ არის!
ლაშა
09:15 08-04-2019
0
ყოჩაღ, კარგია! ზედიზედ მეორე ტურნირზე გუნდური პირველი ადგილი. გამოვა კიდე ვიღაც და იტყვის, ძიუდო უკან მიდისო...
შოთა
09:58 08-04-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული