6 აპრილს, ანტალიის გრან პრიზე მეორე საშეჯიბრო დღეს ლუკა მაისურაძემ (81 კგ) ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონი, იტალიელი კრისტიან პარლატი იპონით დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ფინალამდე მან ჰოლანდიელ ჯიმ ჰეიმანს, გერმანელ მატიას კასს, უკრაინელ ბოგდან ზუსკოს, კანადელ ანტუან ვალუა-ფორტიერს და ოლიმპიურ ჩემპიონს, რუსეთის წარმომადგენელ ხასან ხალმურზაევს სძლია.
21 წლის მაისურაძემ კარიერაში პირველი გრან პრი მოიგო!
სამწუხაროდ, მედლების მოპოვება ვერ შეძლეს ბექა შავდათუაშვილმა (73 კგ), ლაშა გიუნაშვილმა (73 კგ), ლადო ახალკაცმა (81 კგ) და მარიამ ჭანტურიამ (70 კგ).