
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ოფიციალურ ვებგვერდზე თბილისის გრან პრისა და ანტალიის გრან პრის TOP 5 იპონის ვიდეო გამოაქვეყნა.
თბილისის გრან პრის ხუთეულში მეორე ადგილზე ნიკო ჭიკაიძე (66) გავიდა. სამწუხაროდ, ჭიკაიძემ ტურნირზე მხოლოდ ერთი გამარჯვების მოპოვება შეძლო, თუმცა ეს ეფექტურად გააკეთა.
ანტალიის გრან პრის TOP 5 იპონს შორის ავთანდილ ჭრიკიშვილი პირველ ადგილზე გავიდა. შეგახსენებთ, რომ ქართველმა ძიუდოისტმა ანტალიის გრან პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.