ბაქოს გრანდ სლემი: ნოზაძემ რუსეთის სახელით მოასპარეზე ქართველი დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 10 მაისს, ბაქოს გრანდ სლემის პირველი საშეჯიბრო დღე მიმდინარეობს, სადაც ქართველი ძიუდოისტებიც გამოდიან.

60 კილოგრამ წონით კატეგორიაში თემურ ნოზაძემ პირველ შეხვედრაში ებრაელ დანიელ ბენ დავიდს სძლია, ხოლო მეორე შეხვედრაში ყაზახ მაგჟამ შამშადინს - იპონით.

მესამე ეტაპზე ნოზაძე რუსეთის სახელით მოასპარეზე იაგო აბულაძეს შეხვდა და მარტივად მოუგო - ჯერ ვაზარი აუღო, შემდეგ კი იპონზე დააგდო.

ნახევარფინალში ნოზაძე მონღოლ ამარტუვშინ დაშდავას დაუპირისპირდება.

ჯაბა პაპინაშვილმა უკრაინელ არტიომ ლუსიკს ვაზარით სძლია და შემდეგ ეტაპზე ყაზახ ბაურჟან ნარბაევს დამატებით დროში გაფრთხილებებით მოუგო. მესამე წრეში
პაპინაშვილი ბრაზილიელ ფელიპე კიტადაის დაუპირისპირდა და დამატებით დროში ვაზარით დამარცხდა.

პაპინაშვილი რეპეშაჟში ფრანგ ვალიდე ჰიარს შეხვდება.

ქალებში ტურნირზე სულ 2 წარმომადგენელი გვყავს და ორივე 52 კილოგრამში.

ტეტიანა ლევიცკა-შუკვანმა პირველ შეხვედრაში უნგრელ რეკა პაპს ვაზარით სძლია. შემდეგ თურქმენეთის წარმომადგენელ გულბადამ ბაბამურატოვას აჯობა, თუმცა მესამე წრეში ფრანგ ამანდინე ბუშარდთან წააგო და რეპეშაჟში გადაერთო, სადაც შვეიცარიელ ეველინ ჩოპთან იპონით დამარცხდა.

მარი მახარაშვილი, სამწუხაროდ, პირველივე შეხვედრაში ხოანა რამოსთან იპონით დამარცხდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული