ბაქოს გრანდ სლემი: თემურ ნოზაძემ მონღოლი დაამარცხა და ფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 10 მაისს, ბაქოს გრანდ სლემის პირველი საშეჯიბრო დღე მიმდინარეობს, სადაც ქართველი ძიუდოისტებიც გამოდიან.

60 კილოგრამ წონით კატეგორიაში თემურ ნოზაძემ ნახევარფინალში მონღოლი ამარტუვშინ დაშდაავა დაამარცხა და ფინალში გავიდა.

ფინალური ბლოკი 17:00 საათზე დაიწყება.


იქამდე,  პირველ შეხვედრაში ებრაელ დანიელ ბენ დავიდს სძლია, ხოლო მეორე შეხვედრაში ყაზახ მაგჟამ შამშადინს - იპონით. მესამე ეტაპზე ნოზაძე რუსეთის სახელით მოასპარეზე იაგო აბულაძეს შეხვდა და მარტივად მოუგო - ჯერ ვაზარი აუღო, შემდეგ
კი იპონზე დააგდო.


ფინალში ნოზაძის მეტოქე ჯაბა პაპინაშვილის დამმარცხებელი ბრაზილიელი ფელიპე კიტადაი იქნება.

ჯაბა პაპინაშვილი რეპეშაჟში ფრანგ ვალიდე ჰიართან დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა.

ამ შეხვედრამდე ჯაბამ უკრაინელ არტიომ ლუსიკს ვაზარით სძლია და შემდეგ ეტაპზე ყაზახ ბაურჟან ნარბაევს დამატებით დროში გაფრთხილებებით მოუგო. მესამე წრეში პაპინაშვილი ბრაზილიელ ფელიპე კიტადაის დაუპირისპირდა და დამატებით დროში ვაზარით დამარცხდა.

ქალებში ტურნირზე სულ 2 წარმომადგენელი გვყავს და ორივე 52 კილოგრამში.

ტეტიანა ლევიცკა-შუკვანმა პირველ შეხვედრაში უნგრელ რეკა პაპს ვაზარით სძლია. შემდეგ თურქმენეთის წარმომადგენელ გულბადამ ბაბამურატოვას აჯობა, თუმცა მესამე წრეში ფრანგ ამანდინე ბუშარდთან წააგო და რეპეშაჟში გადაერთო, სადაც შვეიცარიელ ეველინ ჩოპთან იპონით დამარცხდა.

მარი მახარაშვილი
, სამწუხაროდ, პირველივე შეხვედრაში ხოანა რამოსთან იპონით დამარცხდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ, კარგი ბიჭია!
გიორგი
16:51 10-05-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული