თემურ ნოზაძეს ბაქოს გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი ერგო [VIDEO]

AutoSharing Option
10 მაისს ქართველი ძიუდოისტი თემურ ნოზაძე (60) ბაქოს გრანდ სლემზე ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ფინალში ნოზაძე ბრაზილიელ ფელიპე კიტადაისთან დამარცხდა. ბრაზილიელმა სპორტსმენმა ჩვენებურს ჯერ ვაზარი აუღო, შემდეგ კი იპონით დაამარცხა.


ნოზაძე პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელი აღმოჩნდა, რომელმაც მედლის მოპოვება შეძლო.

ფინალამდე ნოზაძემ ნახევარფინალში მონღოლი ამარტუვშინ დაშდაავა დაამარცხა.


იქამდე, პირველ შეხვედრაში ებრაელ დანიელ ბენ დავიდს სძლია, ხოლო მეორე შეხვედრაში
ყაზახ მაგჟამ შამშადინს - იპონით. მესამე ეტაპზე ნოზაძე რუსეთის სახელით მოასპარეზე იაგო აბულაძეს შეხვდა და მარტივად მოუგო - ჯერ ვაზარი აუღო, შემდეგ კი იპონზე დააგდო.


ჯაბა პაპინაშვილი (60) რეპეშაჟში ფრანგ ვალიდე ჰიართან დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა.

ამ შეხვედრამდე ჯაბამ უკრაინელ არტიომ ლუსიკს ვაზარით სძლია და შემდეგ ეტაპზე ყაზახ ბაურჟან ნარბაევს დამატებით დროში გაფრთხილებებით მოუგო. მესამე წრეში პაპინაშვილი ბრაზილიელ ფელიპე კიტადაის დაუპირისპირდა და დამატებით დროში ვაზარით დამარცხდა.

ქალებში ტურნირზე სულ 2 წარმომადგენელი გვყავს და ორივე 52 კილოგრამში.

ტეტიანა ლევიცკა-შუკვანმა პირველ შეხვედრაში უნგრელ რეკა პაპს ვაზარით სძლია. შემდეგ თურქმენეთის წარმომადგენელ გულბადამ ბაბამურატოვას აჯობა, თუმცა მესამე წრეში ფრანგ ამანდინე ბუშარდთან წააგო და რეპეშაჟში გადაერთო, სადაც შვეიცარიელ ეველინ ჩოპთან იპონით დამარცხდა.

მარი მახარაშვილი, სამწუხაროდ, პირველივე შეხვედრაში ხოანა რამოსთან იპონით დამარცხდა.

ხვალ 11 მაისს, ბაქოს გრანდ სლემზე ბექა შავდათუაშვილი (73), ნუგზარ ტატალაშვილი და ტატო გრიგალაშვილი (81) გამოვლენ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბრაზილიელი საერთოდ არ ყავდათ შესწავლილი, ორჯერ ერთი და იგივე ილეთი გაუშვა ფინალში, არადა სწორედ ამ ილეთით მოუგო ჩვენებს.
emigranti
01:49 11-05-2019
0

სიახლეები პოპულარული