ტატო გრიგალაშვილმა მსოფლიო უნივერსიადაზე 81 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
იტალიის ქალაქ ნეაპოლში მიმდინარე უნივერსიადაზე ეს საქართველოს დელეგაციის მეორე მედალია.
პირველი მედლის მფლობელი ლაშა ბექაური გახდა, რომელმაც 90კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი დაისაკუთრა.
ლაშა ბექაური და ტატო გრიგალაშვილი საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პროექტის "გამოწვევა 2020"-ის და საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრების წარმომადგენლები არიან.
ამ პროექტის მონაწილეები ბაგრატ ნინიაშვილი და ლუკა მაისურაძე მინსკში გამართული ევროპული თამაშების პრიზიორები გახდნენ.