ჩინებულია - 19 წლის ტატო გრიგალაშვილმა ბუდაპეშტის გრან პრის ფინალში იმარჯვა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
13 ივლისს, 19 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ბუდაპეშტის გრან პრის ფინალში ბრაზილიელ ჟოაო მაკედას ადვილად სძლია.

სამხრეთამერიკელი თავიდანვე უმწეოდ იცავდა თავს, ნათელი შეიქნა, რომ ქართველი ძიუდოისტს უნდა გაემარჯვა და გრიგალაშვილაშვილმა ბრაზილიელი დროის დასრულებამდე  1 წუთი და 27 წამით ადრე დაამარცხა.

გრიგალაშვილი ტურნირზე მეორე წრიდან ჩაერთო და გადამწყვეტ ბრძოლამდე  ესპანელი ერერო საპირაინი, იტალიელი კრისტიან პარლატი, პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ანრი ეგუტიძე, ბულგარელი ივაილო ივანოვი და უნგრელი ატილა უნგვარი დაამარცხა.

ტატომ კარიერაში პირველი გრან პრი მოიგო. წელს ის თბილისისა და
ბაქოს გრან პრიზე და უნივერსიადაზე ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა. ბუდაპეშტის გრან პრიზე კი მისი ასპარეზობა მართლაც შთამბეჭდავი გახლდათ.

მკითხველის კომენტარები / 8 /
უუფ, შენ გენაცვალე ტატო!!! 19 წლის ბიჭმა როგორ დამაჯერებლად მოიგო ტურნირი, გაიხარე ჩვენი გახარებისთვის!!! სულ გამარჯვებებით გევლოს!!!
Alex
20:53 13-07-2019
0
აუფ! რა ბიჭი გვეზრდება! ძალიან მაგარი სჩანს. ახალი არსენა
ბბ
00:56 14-07-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული