24 ივლისს ქართველი ძიუდოისტი ნიკა ბაჩიაშვილი (50) ბაქოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებული გახდა.
ბაჩიაშვილმა ფინალში ალეხანდრუ მატეი ვაზარით დაამარცხა.
სამწუხაროდ, გუგა ამირხანაშვილმა (55), კოტე კაპანაძემ (60) და ლოლიტა გაბუნიამ (44) პირველივე შეხვედრაში წააგეს. ხოლო დიანა გაგოშიძე-ფილკინა (48) ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გერმანელ ჟულე ზიგლერთან დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ ბაჩიაშვილმა საქართველოს დელეგაციას პირველი ოქროს მედალი მოუტანა. აქამდე ქართველმა მოჭიდავეებმა 4 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
სულ საქართველოს ანგარიშზე ამ დროისთვის 9 მედალია და ამ მაჩვენებლით მე-10 ადგილზე იმყოფება.