ფოტო: geonoc.org.ge
საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია ბაქოდან სამშობლოში დაბრუნდა.
ევროპის რიგით XV ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო 21-27 ივლისს მასპინძლობდა, სადაც სპორტის 10 სახეობაში (ველოსპორტი, კალათბურთი, მძლეოსნობა, სპორტული ტანვარჯიში, ფრენბურთი, ჩოგბურთი, ცურვა, ძიუდო, ჭიდაობა, ხელბურთი) 49 ქვეყნის 3600-მდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის საქართველოდან 36-მა სპორტსმენმა იასპარეზა.
ქართველმა სპორტსმენებმა ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე სპორტის 2 სახეობაში 13 მედალი მოიპოვეს - 1 ოქრო, 5 ვერცხლი და 7 ბრინჯაო. საერთო გუნდურ ჩათვლაში კი 21-ე ადგილი დაიკავეს.
ოქროსმედალოსანი
- ნიკა ბაჩიაშვილი ( 50 კგ, ძიუდო)
ვერცხლისმედალოსნები
- ნიკოლოზ სანთელაძე (45 კგ, თავისუფალი ჭიდაობა)
- რომეო ბერიძე (55 კგ, ბ/რ ჭიდაობა),
- ლუკა გუგეშაშვილი (48 კგ, თავისუფალი ჭიდაობა)
- ხვიჩა აბულაძე (48 კგ, ბ/რ ჭიდაობა)
- აკაკი ჯაფარიძე ( 81 კგ, ძიუდო)
ბრინჯაოსმედალოსნები
- დავით აბდალაძე (60 კგ, თავისუფალი ჭიდაობა),
- ნიკა ბროლაძე (60 კგ, ბ/რ ჭიდაობა),
- დავით ფაცინაშვილი (65 კგ, თავისუფალი ჭიდაობა),
- ნუკრი ბენიძე ( 51 კგ, ბ/რ ჭიდაობა)
- გვანცა სომხიშვილი (+70 კგ, ძიუდო)
- თორნიკე ფოლადიშვილი ( 90 კგ, ძიუდო)
- გიგა ტატიაშვილი (+90 კგ, ძიუდო)