ზაგრების გრან პრი: ზაალიშვილისა და ღვინიაშვილის ოქროს მედლები და გუნდური პირველი ადგილი ვაჟთა შორის [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
28 ივლისს, ზაგრების გრან პრიზე ქართველმა ძიუდოისტებმა ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ) და გელა ზაალიშვილმა (+100 კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს.

ღვინიაშვილმა ფინალში იპონით იაპონელი სანშირო მურაი დაამარცხა.

იქამდე ბექამ სლოვენიელ ნარსეი ლაცკოვიჩს, უზბეკ შახზოდბეკ საბიროვს, იაპონელ კენტა ნაგასავას და უნგრელ კრისტიან ტოტს სძლია.

ზაალიშვილმა პირველი წრე გამოტოვა, შემდეგ კი რუს ანტონ ბრაჩევს, ებრაელ ორ სანსონს, პოლონელ მაცეი სარნაცკის და ჰოლანდიელ როი მეიერს მოუგო და გადამწყვეტ ბრძოლაში იაპონელი ჰისაიოში ჰარასავა დამატებით დროში იპონით დაამარცხა.

ამავე წონით კატეგორიაში ლევან მატიაშვილმა მეიერს სძლია და
ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ბრინჯაოს მედლები აგრეთვე ეთერ ლიპარტელიანმა და ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვეს.

საქართველოს ნაკრებმა ვაჟთა შორის საერთო ჩათვლაში გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

altგელა ზაალიშვილი და ბექა ღვინიაშვილი ზაგრების გრან პრის ნახევარფინალში არიან [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 7 /
როგორ დაამშვენებდა ეს ორივე ფინალი ოლიმპიადას...
გიგლია
11:57 29-07-2019
1
მსოფლიო რეიტინგში -90კგ კატეგორიაში 24-ეა რეიტინგში მურაო სანშირო, მაინც და მაინც რთული მეტოქე არ გვყავდა იმიტომ რომ იაპონიის რეიტინგით ნომერ მესამეა, როცა ღვინიაშვილი ჩვენი ნომერ პირველია (შერადაზაშვილია ისე რეიტინგში პირველი მაგრამ ესპანეთის სახელითაა, თუმცა ღმერთმა გაუმარჯოს , რუსეთის სახელით კი არ გამოდის მოღალატე მშვიდობაძესავით, როგორ უნდა იდგე რუსეთის ჰიმნზე !!!) და რეიტინგით მეშვიდეა რეიტინგში ჩვენი ბექა მსოფლიოში, ამიტომ დიდად არ გამხარებია, მთავარი ბრძოლები წინ აქვს, წარმატებები ბექა !
ვახტანგი
11:54 29-07-2019
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული