რუმინეთის ქალაქ კლუჟ ნაპოკაში ჩატარებულ ევროპის თასზე საქართველოს გოგონათა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ჩინებული შედეგი აჩვენა - შვიდი მონაწილიდან ექვსი მედალს დაეუფლა და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.
გამარჯვებულები ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) და სოფიო სომხიშვილი (78 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედლებს ნატალია ყიფშიძე (48 კგ) და მარიამ ჭანტურია (70 კგ) დაეუფლნენ, ხოლო ბრინჯაოს მედლები ნინო გულბანმა (70 კგ) და სალომე მაყიშვილმა (78 კგ) მოიპოვეს.
ვაჟთა ნაკრებიდან შეჯიბრებაში მხოლოდ გიორგი შერაზადიშვილი (81 კგ) მონაწილეობდა, რომელმაც ვერცხლის მედალი მოიპოვა.
რუმინეთის ქალაქ კლუჟ ნაპოკაში ჩატარებულ ევროპის თასზე