ლუხუმ ჩხვიმიანი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ბრძოლა ოქროს მედალისთვის 60-კმდე წონით კატეგორიაში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე.

ტოკიოში გამართული ტურნირი ტრიუმფით დაასრულა ქართველმა მოჭიდავე ლუხუმ ჩხვიმიანმა და საკუთარ კარიერაში პირველად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

ლუხუმმა ფინალში უზბეკი ძუდოისტი შარაფუდინ ლუტფილაევი დაამარცხა.

altლუხუმ ჩხვიმიანმა კრიტიკოსებს ნიშნი მიუგო: "ტურისტად მიდისო ტოკიოშიო, დამენახეთ, სადა ხართ?" [VIDEO]

alt[მსოფლიო ჩემპიონატი] ლუხუმ ჩხვიმიანი ნახევარფინალშია! ევროპის ღირსების დასაცავად [VIDEO]

alt[მსოფლიო ჩემპიონატი] ჩხვიმიანი მეოთხედფინალშია, პაპინაშვილი ჩემპიონატს გამოეთიშა [VIDEO]

alt[მსოფლიო ჩემპიონატი] ქართველები სრული სვლით! პაპინაშვილი და ჩხვიმიანი მერვედფინალშია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 31 /
ჯიგარი ხარ ლუხუმ! რა დაახეთქა უზბეკი! გაიხარე ჩვენი გახარებისთვის! სულ გამარჯვებით გევლოს!
არჩილ
25 აგვისტო 2019 16:11
0
ჯერ მსოფლიოს მოგება იაპონიაში რამხელა ამბავია,იმ წონაში სადაც მასპინძლები დარწმუნებულები იყვმენ ოქროს მოიგებდნენ.მაგრამ მოგებაც არის და მოგებაც.ასე ლამაზად,კაცურად იჭიდავო ნახევარფინალი და ფინალი ნამდვილი გმირობაა.აღფრთოვანებული ვარ.მადლობა გმირს.
თემო
25 აგვისტო 2019 19:47
0
გაიხარე შვილო.ძმიშვილო,დიშვილო!!! მადლობა,ჩემი ოჯახის სახელით შენ და შენ აღმზრდელ-გამზდელებს-ცხოვრებაშიც და სპორტშიც, უფალი გეწეოდეთ,ა მ ი ნ !!!
gela 67
25 აგვისტო 2019 16:26
0
შენ გაიხარე სულ იპონ იპონ იარე
თორნიკე
25 აგვისტო 2019 16:02
0
დიდი მადლობა ასეთი სიხარულისათვის. ეს ერთი და სხვა მრავალი.
გია
25 აგვისტო 2019 19:57
1
ვინმეს გინახავთ ერთ ბრძოლაში ორი იპონი (მერე რა, რომ ერთი გაუვაზარეს)?! ლუხუმმა ქნა ეს!!! გაუმარჯოს!!!
N
25 აგვისტო 2019 17:24
0
ლუხუმ...ქართულ ჯიშს-ჯილაგს გაუმარჯოს! მარჯი,მარჯი საქართველო !!!
გივი-გია
25 აგვისტო 2019 16:05
1
ბრავო მაესტო ბრავო!!!!! გილოცავთ სუყველას!!!!!! ბრავო!
gurami
25 აგვისტო 2019 16:10
1
ლუხუმ შე მაგარო!!!!
როგორ გამახარე!!!!!!
Megreli
25 აგვისტო 2019 16:41
0
დასამალი არაფერი მაქვს და ამ წონაში მედლის იმედი მქინდა,მაგრამ ორი იაპონელის ხელში და თანაც ოქროზე,ვერც კი ვიოცნებებდი.ჩვენი ბიჭების ყველა ბრძოლას ვუყურე და ლუხუმი,ფანტასტიკური იყო.სხვებზე ერთით მეტი ბრძოლა მოუწია და ამდენი დამატებითი დრო.ყოჩაღ!გილოცავთ და მომავალ წელსაც ოქროს გისურვებთ.დასაწყისი დიდებულია.ახლა ასეთივე გაგრძელებაა საჭირო.
სოსო
25 აგვისტო 2019 17:15
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული