![ლუხუმ ჩხვიმიანმა კრიტიკოსებს ნიშნი მიუგო: "ტურისტად მიდისო ტოკიოშიო, დამენახეთ, სადა ხართ?" [VIDEO]](http://video.ambebi.ge/files-6/2019/08-25/chkhvimiani-1.jpg)

26 წლის ლუხუმ ჩხვიმიანმა (60 კგ) მსოფლიოს ჩემპიონატზე გამარჯვების შემდეგ კრიტიკოსებს სოციალური ქსელით მიმართა:

"ეს ტურისტად მიდისო ტოკიოშიო, ჩხვიმიანიო და რაღაცებს რომ წერდით იქ, გაიჩითეთ აბა ერთი, დამენახეთ, სადა ხართ?"

Irakli Apkhaidze
რა ხართ ეგეთი უმადურები რო მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და კაცს კიდე საყვედურობთ?.. სულგრძელი კაცია და კიდე თავი შეიკავა თორე კი ვიცი რისი ღირსიცაა ამის მთქმელი, ევროპის მოქმედ ჩემპიონზე რო მაგას იტყვის... კრიტიკასა და შეურაცხყოფას შორის განსხვავებას ვერ ხედავთ?

გეთანხმები. მისგან ბევრი არ ელოდა ამ წარმატებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ გაუხარდა. ასე იყო შავდათუაშვილიც ოლიმპიადაზე, მაგრამ გვასახელა . იმედია, იგივე მოხდება ჩხვიმიანის შემთხვევაშიც

6 დისლაიქერი გაიშიფრა :-),რომ შორსაა სპორტიდან.
სოსო
დღეს ადრიანად დაგვასვენეს ჩვენებმა.მარგველამ,როგორც სჩვევია,მხოლოდ შეტევაზე ფიქრით,მეორე ბრძოლაში წააგო მარტივი იპონით.ასეთი კლასის მოჭიდავემ არ შეიძლება ამდენჯერ წააგოს ასე უბრალოდ.ტატიანა შუკვანი ძალიან უილაჯოდ გამოიყურებოდა და ვიეტნამელთან წააგო(ამასაც მოვესწარით,თუნდაც ქალებში),ხოლო ნინიაშვილი მონღოლთან,დამატებით დროში მოხსნეს.ბაგრატს არაქათი გასძვრა და სამივე გაფრთხილება დამატებით დროში მიიღო.მის მეტოქეს კი ძირითად დროში ჰქონდა ორი გაფრთხილება.დამატებითი დრო სამწუთნახევარი გაგრძელდა და გასაგებია,რომ დაიღალა,მაგრამ მონღოლმა წინა ბრძოლაში 5,41 წუთი იჭიდავა დამატებითი და წესით,ის უფრო უნდა დაღლილიყო.ლუხუმ ჩხვიმიანი,პირველ რიგში კარგი ფიზიკური მზადყოფნის ხარჯზე გახდა ჩემპიონი და სხვებმაც რომ მას მიჰბაძონ,ცუდი არ იქნებოდა.თუ მან შესძლო საქართველოს პირობებში,ესე იგი,სხვებსაც შეუძლიათ.ხვალ ლაშა შავდათუაშვილსაც ძალიან მძიმე კენჭისყრა აქვს,მაგრამ არც თვითონ არის სხვებისათვის ბედის საჩუქარი და იმედი მაქვს,პირველ რიგში ფიზიკური ძალები ეყოფა წარმატების მისაღწევად.
irakli81
გულით ვულოცავ ამ გამარჯვებას,ძალიან გამახარა.ისე კი არ შეშვენის ჩემპიონს ზედმეტი ბაქიაობა პატივი უნდა სცეს თუნდაც კრიტიკულად განწყობილ გულშემატკივარს
გიორგი
პირველ რიგში წარმატებები ლუხუმს კიდევ უფრო მეტი და მეტი მოეგოს და გავეხარებინეთ. ისე ამ ბოღმაობას თავი რომ დაანებოს არ აწყენდა: დაგენახვები და თუ გინდა შეგხვდები და გეტყვი კიდეც პირში ლუხუმ რომ რაც ნაკრებში ხარ, თუ წლევანდელ წელს არ ჩავთვლით, მართლა ტურისტად დადიოდი. შენი კარგად ნაჭიდავები და მოგებული მე არაფერი მახსოვს. და ყოველთვის მეგონა რომ ვიღაც "კრიშავდა" ამ უნიჭო, ჯაჯგურა სპორტსმენს, რომელიც ერთ ნორმალურ ილეთსაც კი ვერ აკეთებდა და ხშირად იყო განხეთქილების მიზეზი ნაკრებში.
გიორგი
ცოტა თავმდაბლობა არ აწყენდა ნამდვილად. არ უხდება დიდ სპორტსმენს ბოღმიანობა და ნიშნის მოგებით საუბარი. თუ თავის განვლილ კარიერას გადახედავს ლუხუმი, ნამდვილად ჰქონდა ყველას მისი კრიტიკის მიზეზი. ისე კი სულით და გულით ვულოცავ ან უდიდეს წარმატებას. ამ წონაში, იაპონიაში გახდე ჩემპიონი ურთულესია ნამდვილად.კიდევ უფრო დიდ წარმატებებს ვუსურვებ. წინ ოლიმპიადაა და იქაც ოქროთი გავეხარებინოთ.
სოსო
მთელი გულით გილოცავ ლუხუმ,ძალიან გაგვახარე.იმედი მქონდა,რომ რომელიმე მედალს აიღებდით,მაგრამ ოქროზე არც მიფიქრია,ძალიან ძლიერი შემადგენლობა იყო.აქ შენ იყავი ჩასაფრებული და ჭკვიანური ჭიდაობით,ოქრო მოინადირე,მაგრამ არ დაგავიწყდეს,რომ საკულაოდ,უკვე შენზე ინადირებენ და ჩაგისაფრდებიან.ასე რომ ჩასაფრება აღარ გამოგივა.უბრალოდ კიდევ უფრო მაღალ დონეზე უნდა ახვიდე.მსოფლიოს ჩემპიონისაგან,სულ ცოტა ოლიმპიურ მედალს უნდა ველოდოთ და აბა შენ იცი.ევროპისა და მსოფლიოს შემდეგ,ოლიმპიურ ჩემპიონზე ვეღარავინ გაიხუმრებს,ტურისტადაა წამოსულიო.წარმატებები ლუხუმ.
ოკრიბელი
ხალხის საქმენი არის კრიტიკა, მოწონება, სტვენა, მხარდაჭერა... ხოლო სპორტსმენების, განსაკუთრებით ჩემპიონების და საქვეყნოდ აღიარებულების საქმენი კი მხოლოდ და მხოლოდ თავდამბლობა, თავშეკავება. შენ კი ქარაქუცობ. ასე გამოდის, რასაც ვუყურებ. ისე გულით გილოცავ. ყოჩაღ, გამახარე, დილის ექვსის საათიდამ ნაგულშემატკივარი.
ლევანი
ყური არ უგდო ბოღმიანებს,მიაწექი ძმაო ბევრჯერ უნდა გაგვახარო კიდევ,წერონ და იკითხონ შენ კი სულ ეგრე გაგეხარებინოს ჩვენი ქვეყანა წინ ოლიმპიადაა წარმატებას გისურვებ.გენაცვალე ვაჟკაცობაში ქართველო!
gio
წარმატებას გილოცავ კარგო კაცო ისაუბრონ ისაუბრონ შენ კი ოქროთი უპასუხე ..ოლიმპიადაზე გაგვახარე
გილოცავ
მართალია ეს კაცი,ხალხის უმრავლესობას წარმოდგენა არ აქვს რას ნიშნავს სპორტი და სპორტსმენობა,ისინი მხოლოდ მაშინ გულშემატკივრობენ როდესაც წარმატებულია და თუ ერთი ფეხი დაგიცდა გადაგივლიან,მიწასთან გაგასწორებენ,როგორც ეს საბურთალოს შემთხვევაში მოხდა.შერიფთან თამშის შემდეგ გმირები იყვნენ და არარატთან წაგების შემდეგ მოღალატეები,თითქმის არანაირი გამხნევება,არადა ბიჭები ამ ყველაფერს კითხულობენ და რომ იცოდეთ როგორ განიცდიან,ფაქტი აგერ სახეზეა.ამიტომ დაკავდით სპორტით,იგრძენით ეს რას ნიშნავს როდესაც წარმატებას ვერ აღწევ,ამას სპორტსმენზე მეტად არავინ განიცდის.წარმატებები ლუხუმ ჩხვიმიანს და სრულიად ქართულ სპორტს,ეს ერთი და სხვა მრავალი!
არჩილ
დაცინვას კაცი არ მოუკლავს ლუხუმ! მთავარი ისაა, რომ საქართველოდან იაპონიაში "ტურისტად" ჩასული ლუხუმ ჩხვიმიანი მსოფლიო ჩემპიონია! გვიმრავლოს ასეთი "ტურისტები" ღმერთმა!
გლახუნა
ახლა შენ თუ იცი - ოლიმპიადის ოქროს რომ კატეგორიულად ვითხოვ-თ ?! - და კიდევ მაგრად უნდა გაგვახარო - ფიზიკურად თუ ასე მაგრად მომზადებას გააგრძელებ ( მეტოქეები გაათმაგებით მოემზადებიან შენს წინააღმდეგ) ... -ა რ ი ს, ა რ ი ს ოლიმპიადის ოქრო-ც - დავიძახებთ!
იაპონიაში 13 ძიუდოისტით - ტოკიოს გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვარსკვლავური ფინალი 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში - ძიუდოში საქართველოს მასტერსი გაიმართა
[VIDEO] დაბრუნებაც ასეთი უნდა - ზაალიშვილმა ოთხივე მეტოქეს იპონით მოუგო და ევროპის თასის გამარჯვებული გახდა
"ოკლაჰომას" გამთამაშებელს, ნიკოლა ტოპიჩს სიმსიმნე დაუდგინდა - "ოკლაჰომას" ექიმები საქმეში ჩაერთვნენ
"ერთმა შეშლილმა კაცმა უდიდესი ჩემპიონი გაანადგურა" - ტოტო ვოლვი ისევ გაბრაზებულია
ბოლდვინის 2 ქულა და დინვიდის დებიუტი - "ბაიერნმა" "ვირტუსს" მარტივად სძლია
ოფიციალურად - სპალეტი "იუვენტუსის" მწვრთნელია
WU17 | ბოსნია და ჰერცეგოვინა 2:1 საქართველო
U17. საქართველოს ნაკრები საბერძნეთთანაც დამარცხდა და ჯგუფში ჩარჩა
პსჟ-მ მძიმე დანაკლისი განიცადა
ჩაკვეტაძე ბრუნდება - შეძლებს ნოემბერში საქართველოს ნაკრებში თამაშს?
"ვფიქრობ, მერაბის და უმარის რემატჩი უნდა შედგეს, რადგან თანაბარი ბრძოლა იყო" - ამერიკელი ჟურნალისტი
ნუთუ სულ არ რცხვენია? - არშავინი ყოფილმა მეუღლემ ტყუილსა და სიხარბეში ამხილა
"იუვენტუსმა" სპალეტის არჩევით შესანიშნავი გადაწყვეტილება მიიღო, თან მას ახალი კვარაცხელიაც ეყოლება" - "რომას" ყოფილი სპორტული დირექტორი
"ვერც კი წარმოიდგენთ, ალისონი ისე გვჭირდება" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა ბრაზილიელ მეკარეზე ისაუბრა
მადრიდის "რეალმა" ვინისიუსის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ყველაფერი ოზემპიკზე: გამოყენება, შედეგები და გვერდითი მოვლენები
"კრიტიკას ვერ მივიღებ" - სლოტმა "კრისტალ პალასთან" მარცხის შემდეგ მედიასთან ისაუბრა
[VIDEOS] ბითაძის სათამაშო დრო გაიზარდა, სანდრომ 10 ქულა დააგროვა - ქართველების გუნდები დამარცხდნენ
[VIDEO] მიქაუტაძემ "ვილიარეალში" მეოთხე გოლი გაიტანა
პედრი თბილისში ვერ ჩამოვა
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
ლიპარტელიანი ოქროსთვის, ჩხვიმიანი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს - ბაქოს გრანდ-სლემის პირველი დღე
ეთერ ლიპარტელიანმა ბაქოს გრანდ-სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ვაჟა მარგველაშვილმა აბუ-დაბის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა
ეთერ ლიპარტელიანი ტაშკენტის გრან-სლემის ფინალშია, ჩხვიმიანი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
ტაშკენტის გრან-სლემი: ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა - ჩხვიმიანი მედლის გარეშე დარჩა
სარდალაშვილმა ტაშკენტის გრან სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა