მსოფლიოს ჩემპიონატი. III დღე: ოლიმპიური ჩემპიონების ჯახი ჩვენთვის ცუდად დასრულდა [VIDEO]

AutoSharing Option
ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი (73) იაპონიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში დამარცხდა.

მერვედფინალში ერთმანეთს ორი ოლიმპიური ჩემპიონი შეხვდა. 2012 წლის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი 2016 წლის ოქროსმედალოსან იაპონელ შოჰეი ონოს დაუპირისპირდა და იპონით დამარცხდა.


სამწუხაროდ, ქართველი ძიუდოისტი ტურნირს გამოეთიშა.

შავდათუაშვილი პირველ წრეში ისვენებდა, ხოლო მეორე წრეში ავსტრალიელი კელვინ ნოესტერი იპონით დაამარცხა.


მესამე წრეში კი ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა არაბთა გაერთიანებული საემიროების წარმომადგენელ ვიკტორ სკვოროვს ასევე იპონით სძლია.

Video
Sportall.Ge
27.08.19. ლაშა შავდათუაშვილი - ვიკტორ სკვოროვი

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთადერთი მედალი ჯერჯერობით ლუხუმ ჩხვიმიანმა (60) მოიპოვა, მან საქართველოს დელეგაციას ოქროს მედალი მოუტანა.

28 აგვისტოს მსოფლიოს ჩემპიონატზე ლუკა მაისურაძე (81) იასპარეზებს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
აჯობა აშკარად და რა გინდა თქვა? ცუდ ბადეში მოხვდა და მეტოქეც სულ რომ არაფერი ვთქვათ,იაპონელი ოლიმპიური ჩემპიონია.უბრალოდ დასანანია იმდენად, რამდენადაც შავდათუაშვილზე აუგს ვერავინ იტყვის. მთლიანად ვარჯიშზეა კონცენტრირებული და არც ინტრიგებშია გახვეული
: )))))))
16:26 27-08-2019
0
ყველაზე ობიექტური წესი მაინც ჭიდაობაშია რა ფინალისტებთან ვინც აგებს ის რომ გადადის დამამშვიდებელ წრეში, ონო ერთი თავით მაღლა იდგა ყველა მეტოქესთან და მასთან შანსი არავის არ ქონდა, არ გაუმართლა ლაშას, მედალის შანსი ექნებოდა რომ არა ონო, რომელმაც ჯერჯერობით ამ ჩემპიონატზე ყველაზე დამაჯერებლად გაიმარჯვა, უპირობო ლიდერია წონის!!
zaza
17:46 27-08-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული