მეორე მედალი! - ლუკა მაისურაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
ქართველი ძიუდოისტი ლუკა მაისურაძე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

მაისურაძემ მედლისთვის შეხვედრაში ირანელი საიდ მოლაეი იპონით დაამარცხდა.


ეს საქართველოს რიგით მეორე მედალია მსოფლიოს ჩემპიონატზე. ტურნირის პირველ დღეს ოქროს მედალი ლუხუმ ჩხვიმიანმა მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ აქამდე მაისურაძემ რეპეშაჟში უზბეკი შაროფიდინ ბოლტაბოევი დაამარცხა. შეხვედრის ძირითადი დრო გამარჯვებულის გარეშე ამოიწურა, ორივე ძიუდოისტმა ვაზარით თითო თითო ქულა მოიპოვა, ხოლო დამატებით დროში მაისურაძემ მეტოქე იპონით დაამარცხა.


მაისურაძე მეოთხედფინალში
ეგვიპტელ მოჰამედ აბდელალს შეხვდა და პირველი ქულის აღება ვაზარით მოახერხა, მაგრამ მსაჯებმა გდება არ ჩაუთვალეს, ხოლო შემდეგ ეგვიპტელმა შეძლო ქულის აღება. შეხვედრის მიწურულს მაისურაძე ვა-ბანკზე წავიდა, მეტოქის ილეთზე თავად წამოეგო და იპონით დამარცხდა.


მაისურაძემ მერვედფინალში ბელგიელ სამი ჩოუჩს იპონით სძლია.


მანამდე მაისურაძემ, მესამე წრეში მონღოლი ძიუდოისტი უგანბაატარ ოტგონბაატარი შეხვედრის დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა.


მეორე წრეში ქართველმა თურქ ვედატ ალბაირაკს იპონით სძლია.


ხოლო პირველ წრეში სამოელი პენიამინა პერსივალი იპონით დაამარცხა.


81 კგ. წონით კატეგორიის ფინალში ებრაელმა საგი მუკიმ ბელგიელი მატიას კასი დაამარცხა.

29 აგვისტოს ტურნირზე ბექა ღვინიაშვილი (90) იასპარეზებს. შეხვედრები 07:00 საათზე დაიწყება, ხოლო ფინალური ბლოკი - 14:00 საათზე.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ირანელი, შარშანდელივით, ძლიერად იყო მომზადებული, მაგრამ სპეციალურად წააგო, ბელგიელთან და ლუკასთან, რათა პოდიუმზე ებრაელთან ერთად არ დამდგარიყო და ისრაელის ჰიმნი არ მოესმინა. მიზეზი, ამ ყველაფრისა ის იყო, რომ მის ოჯახს ირანში დაემუქრნენ და ისიც იძულებული გახდა ეს გადაწყვეტილება მიეღო. სამწუხაროა, როცა სპორტში ასეთი რაღაც ხდება.
არჩილ
31 აგვისტო 2019 09:33
0
ირანელი, შარშანდელივით, ძლიერად იყო მომზადებული, მაგრამ სპეციალურად წააგო, ბელგიელთან და ლუკასთან, რათა პოდიუმზე ებრაელთან ერთად არ დამდგარიყო და ისრაელის ჰიმნი არ მოესმინა. მიზეზი, ამ ყველაფრისა ის იყო, რომ მის ოჯახს ირანში დაემუქრნენ და ისიც იძულებული გახდა ეს გადაწყვეტილება მიეღო. სამწუხაროა, როცა სპორტში ასეთი რაღაც ხდება.
არჩილ
31 აგვისტო 2019 00:24
0
ლუკა,მაგარი ბიჭი ხარ.ზრდილობიანი,თავმდაბალი,მიზანმიმართული.შენმა გამზრდელმა დიდხანს იცოცხლოს და გაიხაროს.შენ კი ბევრჯერ გაგეხარებინოს ქართველი ხალხი და გესახელებინოს საქართველო.უფრო მეტი ყურადღება ტატამზე,გამოცდილებაც თავად მოვა.შენისთანა კარგი ბიჭები უმრავლოს საქართველოს ღმერთმა ყველა მიმართულებით.
chabuka
29 აგვისტო 2019 11:29
0
მსაჯებს ნუ აბრალებთ ყველაფერს, ლუკას სიფრთხილე აკლდა. ხშირად უშვებდა მეტოქეს კონტრილეთზე. მონღოლს ზურგიც მიაქცია და კინაღამ გამოარტყა იმან საიპონედ. გამოუცდელობის ამბავია ეგ. კარგიც კი არის, რომ ბრინჯაო აიღო სადებიუტო ჩემპიონატზე. სხვა დროს უფრო ფრთხილად იქნება და ფინალშიც გავა. მაგარი ბიჭია და მეიმედება ლუკასი ძალიან :) ასე გააგრძელოს და დიდი მომავალი ექნება ..
არჩილა
28 აგვისტო 2019 21:47
0
ფინალი წაგვართვეს ამათი....
912
28 აგვისტო 2019 17:38
1
ძიუდოს პოლიტიკას აწყობდა რომ საგი მუკი გამხდარიყო ჩემპიონი და ამით სილა გაეწნათ ირანის და არაბული სამყაროს ჭიდაობის ფედერაციებისთვის! საშიშროებას კი რომ საგი მუკი დამარცხებულიყო ლუკაში ხედავდნენ ხოდა გააკეთეს ის რაც უნდა გაეკეთებინათ!
zaza
28 აგვისტო 2019 18:02
6
ლუკამ თუ მონდომებით გააგრძელა შემდგომი მოღვაწეობა სპორტში და ყურადღებას გააძლიერებს ფიზიკურ გამძლეობაზე, აუცილებლად ოლიმპიური ჩემპიონი გახდება, ტოკიოში თუ არა, შემდგომ ოლიმპიადებზე. ჯერ ხომ 21 წლისაა და მსოფლიოს ჩემპიონობას წინ რაღა დაუდგება. ამის მიზეზს კი მაძლევს, უპირველესად მისი პიროვნული შესანიშნავი თვისებები, უშიშარი გული, ფსიქოლოგიური სიმშვიდე და რათქმა უნდა, ძალზედ უნიკალური ტექნიკა. ის გდება კი არ იყო შესაფასებელი. მოწინააღმდეგემ მოასწრო იდაყვის მოშველიება და გდება მოხრილ იდაყვზე მოხდა.
ოკრიბელი
28 აგვისტო 2019 17:09
7
გილოცავთ სუყველას. ლუკა მაგარი კაცი ხარ დიდი მადლობ ჩვენი გახარებისთვის. კი დაგჩაგრეს მსაჯებმა მაგრამ გავა დრო და ის მსაჯები არავის არ ემახსოვრება. შენი სახელი კი უნდა სამუდამოთ დატოვო როგორც დიდი ჩემპიონის! მე მაგის მჯერა და დარწმუნებული ვარ რომ მიახწევ შენი შრომით.
gurami
28 აგვისტო 2019 16:32
0
გილოცავ ლუკა! ამ ბიჭს დიდი მომავალი აქვს,მან ხომ მსოფლიოს ჩემპიონი დაამარცხა ორი ვაზარით!
....
28 აგვისტო 2019 16:09
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული