კიდევ ერთი დღე უმედლოდ: ლიპარტელიანი რეპეშაჟშიც დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
ქართველი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი (100) ტოკიოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე უმედლოდ დარჩა.

ლიპარტელიანი რეპეშაჟში ჰოლანდიელ მაიკლ კორელს შეხვდა და ვაზარით წააგო. კორელმა ქართველი ვაზარზე დააგდო, შემდეგ ზურგიდან წამოდგომის საშუალებას არ აძლევდა და შეხვედრის ბოლომდე ასეთ მდგომარეობაში ამყოფა.

სამწუხაროდ, კიდევ ერთი დღე მედლის გარეშე დავასრულეთ.

31 აგვისტოს ტურნირზე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გურამ თუშიშვილი (+100) გამოვა. შეხვედრები 08:00 საათიდან დაიწყება.

აქამდე ლიპარტელიანი პორტუგალიელ ხორხე ფონსეკას მეოთხედფინალში შეხვდა და იპონით დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ქართველი ილეთის გაკეთებას ცდილობდა, თუმცა ფონსეკამ საპასუხოდ დააგდო. ერთი შეხედვით ისე
ჩანდა, რომ ფონსეკას მონაწილეობა ლიპარტელიანის დაგდებაში არ მიუღია, თუმცა გამეორებიდან გამოჩნდა, რომ ქართველი მას შემდეგ დაეცა, რაც ფონსეკამ ფეხი დაუდო.

მსაჯებმა ფონსეკას იპონი ჩაუთვალეს. გაასაჩივრებს თუ არა ჩვენი მხარე ამ ეპიზოდს, ჯერჯერობით უცნობია.


შეგახსენებთ, რომ მანამდე ლიპარტელიანმა ფრანგ ალექსანდრ იდირს დამაჯერებლად, ვაზარით სძლია.


მეორე წრეში კი ესტონელ გრიგორი მინასკინს მოუგო. პირველ წრეში ქართველი ისვენებდა.

მკითხველის კომენტარები / 25 /
დღეს ფონსეკამ მართლაც რომ კლასი აჩვენა. იშვიათად მინახავს ასეთ მაღალ დონეზე მომზადებული სპორტსმენი იაპონელების გარდა. ფონსეკამ კი მართლაც მიყარ-მოყარა ყველა და დამაჯერებლად მოიგო. არ ვიცი ლიპოს რა დაემართა, მაგრამ მაგალითი მართლაც უნდა აიღოს მისგან და არამარტო მან.
არჩილ
23:23 30-08-2019
1
რაც არ უნდა გასკდეთ ბოღმაზე ბოღმის ბუკეტები ლიპო მაინც არის საუკეთესო ძიუდოისტი! სწორეთ ამიტომაცაა ijf -ს სახე. და წონის ლიდერიც და კიდევ სარეიტინგო ქულებს ფულითა და ბიტკოენებით ვერ ყიდილობ!
Gurami
21:28 30-08-2019
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული