გურამ თუშიშვილმა ტაშკენტის გრან პრი მოიგო

AutoSharing Option
ტაშკენტის გრან პრი ქართველმა ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) მოიგო.

თუშიშვილი პირველ წრეში თავისუფალი იყო, შემდეგ კი ერთმანეთის მიყოლებით ყაზახ იერასილ ხაჟიბაევს, უზბეკ ალიშერ იუსუპოვს, უკრაინელ იაკივ ხამოს და უზბეკ ბეკმუროდ ოლტიბოევს სძლია და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

სამწუხაროდ, მედლის გარეშე დარჩა ლაშა ბექაური (90 კგ), რომელმაც ალჟირელი აბდერაჰმან ბენამადი, სომეხი არსენ ხანჟიანი და ბრიტანელი ჯამალ პეტრგოუ დაამარცხა; ნახევარფინალი რუსეთის წარმომადგენელ ჰუსენ ჰალმურზაევთან, მესამე ადგილისთვის ბრძოლა კი იაპონელ მაშუ ბაკერთან წააგო.
მკითხველის კომენტარები / 8 /
გრანების მოგებით მსოფლიო ჩემპიონობის დაკარგვა არ გაიქვითება, ამას, მხოლოდ ოლიმპიადის ფინალის ჭიდაობა უშველის.
ჟორა
20:32 22-09-2019
0
კარგია გურამ, გილოცავ! ხედავ, ქართველი გულშემატკივარისაგან რა უმაღლეს დონეზე ხარ შეფასებული, მხოლოდ მსოფლიოს და ოლემპიადის ჩემპიონობაა მისაღები შედეგი! დანარჩენი ყველაფერი ჩვენთვის ხურდაა! ასე რომ მიაწექი, დიდი იმედები გაგვიმართლე!
aburjga
09:20 23-09-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული