28 სექტემბერს ყაზახეთის ქალაქ ალმატიში კატედთა მსოფლიოს ჩემპიონატზე +90 კგ. წონით კატეგორიაში ქართული ფინალი გაიმართა.
ფინალში ერთმანეთს ძიუდოისები ირაკლი დემეტრაშვილი და გიგა ტატიაშვილი შეხვდნენ. შეხვედრის ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, ხოლო დამატებით დროში ვაზარით ოქროს ქულა დემეტრაშვილმა აიღო და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ტატიაშვილს კი ვერცხლის მედალი ერგო.
70 კგ. წონით კატეგორიაში ნინო გულბანი მეორე წრეში გერმანელ ელიზაბეტ ფლუგბეილთან იპონით დამარცხდა.
კატედთა მსოფლიოს ჩემპიონატზე სულ ქართველმა ძიუდოისტებმა 3 მედალი მოიპოვეს. ბრინჯაოს მედალი ნიკა ბაჩიაშვილმა მოიგო.