ijf.org: საქართველომ ბევრი იმუშავა ძლიერი ქალი სპორტსმენების ჩამოყალიბებისათვის

AutoSharing Option
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის მიმდინარე შედეგებზე სტატია დაწერა და ერთი ნაწილი ეთერ ლიპარტელიანსა და ქართველ ძიუდოისტებზე საუბარს მიუძღვნა.

"1-ელ ნომრად განთესილმა, ევროპის ჩემპიონმა ახალგაზრდებში, ქართველმა ეთერ ლიპარტელიანმა საკუთარი პოზიცია გაამართლა და ფინალში პრობლემების გარეშე გავიდა.

ძიუდოში კარგად ნაცნობი გვარის მატარებელი გოგონა, მოგეხსენებათ -100 კგ კატეგორიაში მსოფლიოს პირველი ნომერი ვარლამ ლიპარტელიანია, შეჯიბრებას სერიოზულობითა და პასუხისმგებლობით მიუდგა. ფინალში კი, მისი მოწინააღმდეგე იაპონელი ჰაკამატა კანაკო იყო, რომელიც მისი ბევრი თანამემამულის მსგავსად, მაროკოში საერთაშორისო სცენაზე პირველად გამოდიოდა.

ფინალი კატისა და
თაგვის თამაშივით დაიწყო, ორივე მოჭიდავე მიმართულებების შეცვლასა და შანსების შექმნას ცდილობდა. ლიპარტელიანმა იპოვა გამოსავალი და ურა-ნაგეთი (ძალიან ჰგავს ობი-ტორი-გაეშის) ჰაკამატა ლამაზ იპონზე დასცა.

ლიპარტელიანის შესანიშნავი შედეგის გარდა, საინტერესოა იმის შემჩნევა, რომ საქართველომ ბევრი იმუშავა ძლიერი ქალი სპორტსმენების ჩამოყალიბებისათვის. რამდენიმე წლის წინ საქართველოდან ცნობილნი, ძირითადად, კაცი ძიუდოისტები იყვნენ. საქართველოს შერეული ნაკრები სხვა ეროვნული გუნდების მიერ ყურადღებით შესწავლის ობიექტი გახდება, რადგან გუნდურ შეჯიბრებებში საქართველო ისევ ანგარიშგასაწევი ძალა იქნება."



მკითხველის კომენტარები / 2 /
საქართველოს და ქართველ ქალებს გაუმარჯოსს!!!
zaza
17:09 18-10-2019
0
ილეთები ქართული დასახელებით წერეთ!! თუ არ იცით ისწავლეთთ! ჯერ ქართული მერე სხვა. სირცხვილია!
1

სიახლეები პოპულარული