25 ოქტომბერს, 21 წლის ლუკა მაისურაძე (81 კგ) აბუ-დაბის გრან-პრის ფინალში სამხრეთ კორეელ მუნ ჯინ ლისთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
გადამწყვეტ ბრძოლამდე მაისურაძემ ბელარუსი იუსუპ ბეკმურზაევი, ბრიტანელი სტიუარტ მაკვოტი, იტალიელი კრისტიან პარლატი, ჰოლანდიელი ფრანკ დე ვიტი და კანადელი ენტონი ვალოის-ფორტიერი დაამარცხა.
ხვალ, 26 ოქტომბერს, აბუ-დაბის ტატამზე გიორგი პაპუნაშვილი (90 კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილი (90 კგ) და ლევან მატიაშვილი (+100 კგ) გავლენ.