ლუკა მაისურაძემ აბუ-დაბის გრან-პრიზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
25 ოქტომბერს, 21 წლის ლუკა მაისურაძე (81 კგ) აბუ-დაბის გრან-პრის ფინალში სამხრეთ კორეელ მუნ ჯინ ლისთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

გადამწყვეტ ბრძოლამდე მაისურაძემ ბელარუსი იუსუპ ბეკმურზაევი, ბრიტანელი სტიუარტ მაკვოტი, იტალიელი კრისტიან პარლატი, ჰოლანდიელი ფრანკ დე ვიტი და კანადელი ენტონი ვალოის-ფორტიერი დაამარცხა.

ხვალ, 26 ოქტომბერს, აბუ-დაბის ტატამზე გიორგი პაპუნაშვილი (90 კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილი (90 კგ) და ლევან მატიაშვილი (+100 კგ) გავლენ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
საიდან გამოჩნდა ეს საერთოთ უცნობუ კორიელი? მაგ სპორცმენს ყურადღებით შესწავლა სჭირდება. ლუკას კი ვულოცავ ვერცხლის მედალს და მომოვალში სულ ოქროებით შეევსოს თავის კოლექცია! მას ეს შეუძლია!
გურამი
19:32 25-10-2019
0
ვულოცავ ლუკას ვერცხლის მედალს. ძალიან კარგია, რომ ლუკა ფერად მეატალს გაუშინაურდა, მაგრამ ამ დონის ტურნირებიდან ალბათ ოქროა საჭირო. ოლიმპიადის კი ყველა სინჯის მედალი ბრწყინვალე წარმატება იქნება.
ჟორა გაბრიჭიძე
19:53 25-10-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული