ჭრიკიშვილი მეოთხედფინალში კორეელ დონგჰან გუაკთან დამატებით დროში იპონით დამარცხდა და რეპეშაჟში გადაერთო, სადაც შვედ მარკუს ნიმანს შეხვდა და დამატებით დროში იპონით მოუგო.
ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ჭრიკიშვილი სერბ ნემანია მაჟდოვს დაუპირისპირდება.
ფინალური ბლოკი 17:00 საათიდან დაიწყება.
სამწუხაროდ გიორგი პაპუნაშვილი (90) მესამე წრეში დამარცხდა, ის ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილთან დამარცხდა.
ჩვენი მესამე წარმომადგენელი ლევან მატიაშვილი (+100) პირველივე შეხვედრაში თურქ კემალ ერდოღანთან დამარცხდა.