მსოფლიო ჩემპიონი ბექაური: გაუგებრობა იყო და ნუღარ მისვამთ კითხვებს

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონმა ძიუდოში ლაშა ბექაურმა ტელეკომპანია "ტვ პირველისთვის" მიცემულ მოკლე სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ რაც "ფეისბუქზე" დაწერა, უბრალო გაუგებრობა იყო.

"გაუგებრობა იყო მეთქი, ვთქვი უკვე და ნუღარ მკითხავთ. არაფერი მომხდარა, გაუგებრობა იყო და ნუ მისვამთ კითხვებს. არაფერი მიწერია "ფეისბუქზე", წაშლილია ყვეალფერი. მართლა, ისეთი არაფერი, კარგად ვარ, ისეთი არაფერი მომხდარა. კარგად იყავით,"- უთხრა ბექაურმა ტვ პირველს.

გუშინ, ლაშამ "ფეისბუქზე" დეტალურად აღწერა, თუ რა მოხდა მისი დაკავების შემდეგ, რომ 10 პოლიციელი ძალადობდა მასზე. თუმცა, პოსტის განთავსებიდან მალევე, აღნიშნული ტექსტი წაშალა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
რუსული გამოთქმაა,"სილა ესტ,უმა,ნე ნადა".ძალა გაქვს,ჭკუა საჭირო არაა.ორივე მხარეს,ზუსტად მიესადაგება.ერთი ჭკვისები შეიყარნენ შეიყარნენ,უფრო სწორად რომ ვთქვთ,უჭკუოები და ერთმანეთთან საკუთარი რქების სიმაგრე გამოსცადეს."ბლატი დააკაჩავეს" ორივე მხარემ,მეხუთე კლასის შემდეგ,წიგნი ხელში რომ აღარც აუღიათ ალბათ და აქედან თავის დამსახურებაზე აწვება ერთი და იქიდან,სახელმწიფოს წამომადგენლობით მიცემულ ძალაუფლებაზე,მეორე მხარე.არა და ორივე კარგა გვარიანად გადასცდა კანონის ჩარჩოებს.ვიღაც მათზე ჭკვიანმა,ალბათ ორივე მხარეს უთხრა,რომ გახმაურებით,ორივე მხარე დაკარგავდა სამსახურს და შესაძლოა თავისუფლებასაც.ახლა საქმეს ჩაფარცხავენ,მაგრამ ამათ იმედზე დარჩენილ ქვეყანას რა ეშველება,ის ვიკითხოთ
სოსო
11:36 09-12-2019
0
აქ რომ იბრაგუნებთ გულზე მჯიღს.. თქვენთვის რომ ეთქვათ-ან გაჩუმდები და ან-ვეღარ ეღირსები ჭიდაობასო, შიშისაგან გუბეს დააყენებდით, ალბათ. დიახ, დააშინეს და გააჩერეს. ამ უპრინციპო ქვეყანაში 19 წლის ბიჭისაგან ითხოვთ პრინციპულობას, ახლა რომ იწყებს ცხოვრებას და შეიძლება, მთელი კარიერა დაუნგრიონ (როგორც დათუნაშვილს უქნეს)?
წაქცეულისათვის წიხლის ჩარტყმა ლაჩრებმა და არაკაცებმა იციან-დაიმახსოვრეთ ეს.
ჭკუის კოლოფებს
17:04 09-12-2019
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული