ვაჟა მარგველაშვილმა ცინდაოს მასტერზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
12 დეკემბერს ქართველი ძიუდოისტი ვაჟა მარგველაშვილი (66) ცინდაოს მასტერსზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

მარგველაშვილმა მედლისთვის შეხვედრაში სლოვენიელ ადრიან გომბოკს ადვილად სძლია, ჯერ ვაზარი მოიპოვა, შემდეგ კი მეტოქე იპონზე დააგდო. ეს საქართველოს პირველი მედალია აღნიშნულ ტურნირზე.

ამავე წონაში საქართველოს მეორე წარმომადგენელი ბაგრატ ნინიაშვილი პირველივე შეხვედრაში სწორედ სლოვენიელ ძიუდოისტთან დამარცხდა.

სამწუხაროდ, პირველივე წრეში ტურნირს ლუხუმ ჩხვიმიანი (60) გამოეთიშა, რომელმაც პირველ წრეში უზბეკ დიორბეკ უროზბოევთან წააგო.

ეთერ ლიპარტელიანი (57) მეორე წრეში სამხრეთკორეელ ჯისუ კიმთან დამარცხდა.

13 დეკემბერს ტურნირზე ტატო გრიგალაშვილი
(81), ლუკა მაისურაძე (81) გამოვლენ. მეორე საშეჯიბრო დღე ჩვენი დროით 06:30 საათიდან იწყება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაისურაძე არ ჭიდაობს
აჩი
16:15 12-12-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული