ლუკა მაისურაძე თელ-ავივის გრან პრიზე მედლისთვის ბრძოლას აგრძელებს.
მაისურაძე მეოთხედფინალში ბერძენ ძიუდოისტთან ვაზარით დამარცხდა და რეპეშაჟში გადაერთო, სადაც მისი მეტოქე რუსი ტურპალ ტეპკაევი იქნება.
ირაკლი მაისურაძე პირველ წრეში ისვენებდა, ხოლო მეორე წრეში ყაზახი რუსლან მუსაევი იპონით დაამარცხა. შემდეგ კი თურქ მუჰამედ კოჩს გაფრთხილებებით მოუგო.
რაც შეეხება მარიამ ჭანტურიას (70), მან პირველივე შეხვედრაში დანიელ ემილი სუკთან 3 გაფრთხილებით დამატებით დროში წააგო.