კატასტროფული შედეგი პარიზის სლემზე - ლიპარტელიანი და ზაალიშვილი უკანასკნელ მოჰიკანებად

AutoSharing Option
პარიზში მიმდინარე დიდი სლემის ტურნირზე ძიუდოში ქართველი მოჭიდავეები ძალიან ცუდად გამოვიდნენ და სამწუხაოდ, ჯერ-ჯერობით მედლისთვის ბრძოლა ვერცერთმა მათგანმა ვერ მოახერხა.

5 წონით კატეგორიაში 10 ქართველი ძიუდოისტი ისე დამარცხდა, რომ ვერცერთი მათგანი ვერ მოხვდა რეპეშაჟშიც კი.

ტურნირს დაემშვიდობნენ: ბექა წიფიანი(დამარცხდა პირველ მატჩში), თორნიკე ნაგლიაშვილი (მესამე ტური, მეორე შეხვედრა), ტეტიანა ლევიტშკა-შუკვანი (მესამე ტური), თორნიკე ღვიჭიანი(მეორე ტური, პირველი შეხვედრა), მამიაშვილი ალეკო (მეოთხე ტური, მესამე შეხვედრა), ეთერ ლიპარტელიანი (მეორე ტური), გიორგი კაციაშვილი (მეორე ტური, პირველი შეხვედრა), ავთანდილ ჭრიკიშვილი (მეორე ტური), მარიამ ჭანტურია (პირველი ტური),
ონისე სანებლიძე (პირველი ტური).

უკანასკნელი მოჰიკანები ვარლამ ლიპარტელიანი და გელა ზაალიშვილი არიან, მხოლოდ ისინი შემორჩნენ ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟურ ტურნირს.

ვარლამ ლიპარტელიანმა -100 კგ წონით კატეგორიაში პირველი ტური გამოტოვა, მეორე ტურში კი კორეელ ჯა იუნ კიმს მოუგო. შემდეგ ბრძოლაში ლიპარტელიანიმ მეტოქე მონტენეგროელი დანილო პანტიჩი იქნება.

+100 კგ წონით კატეგორიაში გელა ზაალიშვილმა ორი შეხვედრა მოიგო. პირველ ტურში გელამ აზერბაიჯანელი შაჰიმ გაჰრამანოვი დაამარცხა, მეორე შეხვედრაში კი ბრაზილიელ დავიდ მოურას აჯობა. მესამე შეხვედრაში გელა უზბეკ ბეკმუროდ ოლტიბოევს შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
კატასტროფააა ფიზიკა 0. ჩავარდა ძიუდო მეგობრებო.
ბაჯო
17:52 09-02-2020
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული