გრიგალაშვილმა დიუსელდორფის გრანდ სლემის ფინალში რუს ოლიმპიურ ჩემპიონს სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დიუსელდორფში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე 81 წონით კატეგორიაში ოქროს მედალი 20 წლის ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვა.

გრიგალაშვილმა ფინალში ოლიმპიური ჩემპიონი, რუსეთის წარმომადგენელი ხასან ხალმურზაევი დაამარცხა.

ტატომ გადამწყვეტ ბრძოლამდე იაპონელ ტაკანორი ნაგასეს, იტალიელ ანტონიო ესპოზიტოს, გერმანელ ალექსანდერ ვაიჩერჩაკს, ფრანგ უმარ ჯალოს და ყირგიზ ვლადიმირ ზოლოევს სძლია.

გუშინ ტურნირზე ვერცხლის მედალი ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) მოიპოვა.

მკითხველის კომენტარები / 15 /
ძალიან მაგრად იჭიდავა, რაც მთავარია თავდაჯერებულია და არცერთი შეხვედრა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუტოვებია. ვფიქრობ, რომ ტაისონას სტილში ჭიდაობს, ცოტა რისკიანად, მაგრამ ძალიან შემტევს. გილოცავ ტატო, ოლიმპიადა მოგეგოს!!
სხვა რაკურსი
23:56 22-02-2020
1
ძაან დამაჯერებელი იყო ეს ახალგაზრდა კაცი ყველა ორთაბრძოლაში, ფინალამდე ორ მსოფლიო ჩემპიონს მოუგო! გენაცვალე გულში ჩვენი გახარებისთვის!
სანდრო
23:47 22-02-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული