თუშიშვილმა დიუსელდორფის გრანდ სლემზე - ოქრო, ღვინიაშვილმა კი ბრინჯაო მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
დიუსელდორფის გრანდ სლემზე ძიუდოში 100+ კგ წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილმა ფინალში გერმანელი იოჰანეს ფრაი იპონით დაამარცხა.

თუშიშვილმა ფინალამდე პირველი წრე გამოტოვა, შემდეგ კი უზბეკი ალიშერ იუსუპოვი, ტაჯიკი შაკარმამად მირმამადოვი და კორეელი მინჯონ კიმი დაამარცხა.


90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში აზერბაიჯანელ მამადალი მეჰდიევს სძლია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ღვინიაშვილმა იქამდე მეოთხედფინალი უზბეკ დავლატ ბობონოვთან წააგო, რეპეშაჟში კი ჩეხი დავიდ კლამერტი დაამარცხა.

ტურნირზე აგრეთვე ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) - ოქროს, ხოლო ვაჟა მარგველაშვილი
(66 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა.

საქართველოს ნაკრები გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზე გავიდა - პირველი ადგილი იაპონიამ დაიკავა.


მკითხველის კომენტარები / 10 /
ყოჩაღ ბიჭებო,კარგად იჭიდავეთ.თუშისა,ცოტა მეშინოდა.ორ შეხვედრაში ბეწვის ხიდზე გაიარა,რადგან ძალიან მალე მიიღო ორ ორი გაფრთხილება და ფინალში გერმანიაში გერმანელთან არავინ დაამადლიდა მესამესაც.თუმცა თურმე სადა ხარ,ისეთი კისრული გაუჭიმა ფრეის,რომ მარტო მას კი არა,მეც არ დამავიწყდება ალბათ
სოსო
23:03 23-02-2020
0
გაიხარეთ ბიჭებო 100 წელი... მედლიანებო და უმედლოებო.... მაგრები ხართ ყველა.... გენაცვალეთ მაგ ქართულ ჯიგარში....
დ-ვიტო
09:22 24-02-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული