პრაღაში მიმდინარე ძიუდოში ევროპის ჩემპიონატზე 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისათვის ბრძოლაში ვაჟა მარგველაშვილი მოლდოველ დენის ვიერუს შეხვდა, დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა და მეხუთე ადგილზე გავიდა.
დღეს წარუმატებლად იასპარეზეს ლუხუმ ჩხვიმიანმა (60 კგ), ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) და ტატიანა ლევიცკა-შუკვანმა (52 კგ).
60 კილოგრამ წონითი კატეგორიის ფინალში რობერტ მშვიდობაძემ იაგო აბულაძე დაამარცხა. ორივე ძიუდოისტი რუსეთის წარმომადგენელია.
ხვალ პრაღის ტატამზე ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ლუკა მაისურაძე (81 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) გავლენ.
შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატი კორონავირუსის გამო რამდენჯერმე გადაიდო და ახლა მიმდინარე ტურნირზე ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულები განაწილდება.