20 წლის ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა, ლაშა შავდათუაშვილმა ვერცხლის, ხოლო ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
პრაღაში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე დღეს 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში ფინალში პირველად ლაშა შავდათუაშვილმა იჭიდავა მოლდოველი ვიქტორ სტერპუს წინააღმდეგ, სამწუხაროდ, დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
81 კგ-მდე მესამე ადგილისათვის ლუკა მაისურაძის მეტოქე ნიდერლანდელი ფრანკ დე ვიტი გახლდათ, რომელსაც ლუკამ სუფთად მოუგო და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.
ამ წონაში ფინალი ტატო გრიგალაშვილსა და ბულგარელ ივაილო ივანოვს შორის გაიმართა. ახალგაზრდა ქართველმა ფალავანმა გამოცდილ
ბულგარელს 45 წამში მოუთავა საქმე - ორი ვაზარი და სუფთა გამარჯვება!