ტატო გრიგალაშვილი: კიდევ 3 ოქროს შევუტევთ

AutoSharing Option
81 კილოგრამ წონით კატეგორიაში 20 წლის ტატო გრიგალაშვილმა ფინალში ბულგარელი ივაილო ივანოვი 45 წამში დაამარცხა და ოქროს მედლის მოპოვების შემდეგ კომენტარი გააკეთა:

"რა თქმა უნდა, ყველა შეჯიბრზე ჩემპიონობისთვის მივდივარ და აქაც საჩემპიონოდ ვიყავი განწყობილი. შევძელი და გავიმარჯვე კიდეც. ყველაზე მეტად რთული შეხვედრა ლუკა მაისურაძესთან მქონდა. მაინც ქართველი ქართველს რომ ხვდება, დაძაბული ბრძოლა არის. თან, აქამდე შევხვდი და ერთმანეთის სტილი კარგად ვიცოდით. მაშინ ლუკამ დამამარცხა. კიდევ ერთი ოქრო უნდა აგვეღო,
დასანანი იყო ლაშა შავდათუაშვილის წაგება, მაგრამ არა უშავს, ხვალ გამოასწორებენ ბიჭები და 3 ოქროს შევუტევთ.

რაც შეეხება ფინალს, ივანოვს ადრე შევხვდი და ცოტა დაძაბულ ორთაბრძოლას ველოდი, თუმცა ადრე მოვიგე. ბელგიელ კასეს აქამდე არ შევხვედრივარ. მისი ჭიდაობა ვიცოდი, მწვრთნელებთან ერთად შევისწავლე და გავიმარჯვე".

მკითხველის კომენტარები / 1 /
გულიანი კაცი ხარ, წარმატებები უამრავი ყველას.
გელა
08:37 21-11-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული