ლიპარტელიანი, მატიაშვილი, თუშიშვილი და ღვინიაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებენ [VIDEO]

AutoSharing Option
პრაღაში დღეს სრულდება ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში. ვაჟთა შორის მედლები სამ წონით კატეგორიაში გათამაშდა, სადაც საქართველო ოთხი მოჭიდავით იყო წარმოდგენილი.

90 კგ-მდე ბექა ღვინიაშვილმა ჯერ ებრაელ ბლონდალს, შემდეგ პოლონელ შზეპნიაკს, ხოლო მეოთხედფინალში ნიდერლანდელ ვან ტ ენდს მოუგო, თანაც სამივეს წმინდად და უშანსოდ. ნახევარფინალში ბექას მეტოქედ გამოცდილი სერბი ნემანია მაიდოვი ხვდა და ორთაბრძოლის ბოლო წამებზე ვაზარით დამარცხდა. მესამე ადგილისათვის ღვინიაშვილის მეტოქე ესპანეთის სახელით მოჭიდავე ნიკოლოზ შერაზადიშვილი იქნება.


100 კგ-მდე ვარლამ ლიპარტელიანმა ბერძენი მალიაროპულოსი და გერმანელი ფრეი წმინდად დაამარცხა,
მეოთხედფინალში კი მეტად ძლიერ აზერბაიჯანელ გასიმოვთან ბრძოლა გოლდენ სკორში გადავიდა, სადაც მეტოქემ წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია და სამი გაფრთხილებით მოხსნეს. ნახევარფინალში ვარლამს მეტოქედ ისრაელის წარმომადგენელი პეტერ პალტჩიკი შეხვდა, რომელთან მეტად დრამატულ ორთაბრძოლაში დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისათვის პორტუგალიელ ფონსეკას დაეჭიდება.


+100 კგ-ში ლევან მათიაშვილი და გურამ თუშიშვილი ასპარეზობდნენ. ლევანმა 3-3 გაფრთხილებით ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგეები, ნიდერლანდელი მაიერი და ებრაელი სასონი დაამარცხა, ნახევარფინალში რუსეთის სახელით  მოასპარეზე ტამერლან ბაშაევს დაუპირისპირდა  და ორი ვაზარით წააგო.


გურამ თუშიშვილმაც ნახევარფინალამდე ორი გამარჯვება მოიპოვა, ორივე წმინდად, ჯერ რუმინელ კუნსაბოსთან, შემდეგ ნიდერლანდელ სპიიკერსთან და მეტოქედ ნახევარფინალში მასაც რუსეთის წარმომადგენელი ინალ ტასოევი ხვდა, რომლის ფანდს წამოეგო და იპონით დამარცხდა. ბრინჯაოს მედლისათვის თუშიშვილი ჩეხ კრპალეკს, ხოლო მათიაშვილი ავსტრიელ ჰეგის შეეტოქება.
მკითხველის კომენტარები / 11 /
აშკარაა - ნახევარფინალებისათვის უკვე ვეღარ სუნთქავდნენ - უვარჯიშობის ბრალია -,,დიხანია,, არ ყოფნით -უნდა ი ვ ა რ ჯ ი შ ო თ ბიჭებო მთელი 5 კი არა- 10 წუთით ჭიდაობისთვის თავისუფლად სუნთქავდნენ, ანუ სირბილი არის საჭირო, მარტო ძალით ვეღარ ვქაჩავთ ...მსოფლიოსათვის უნდა გავითვალისწინოთ და 2-3- მსოფლიო ჩემპიონი გვეყოლება, მერე ოლიმპიდა -მინიმუმ 2-! - ეს თავისუფლად შესაძლებელია!
გლახუნა
18:49 21-11-2020
1
დამაწყვიტეს ნერვები, ერთმანეთის მიყოლებით გაშხლართეს ტატამზე. ოთხივემ ფიზიკური მოუმზადებლობის გამო დათმო. აშკარად გადაღლილები იყვნენ ნახევარფინალისთვის, თორემ ისეთი მეტოქე არავის ჰყავდა, პირველ-მეორე წრეში რომ ვერ დააიპონებდნენ. ამ პანდემიის დროს მაინც რას აკეთებდნენ ვარჯიშის გარდა. ლიპარტელიანისგან და თუშიშვილისგან გამიკვირდა განსაკუთრებით...
ცოტნე
18:19 21-11-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული