ყატარის მასტერსის ტურნირის 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში ფინალში გასული ქართველი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი ნიდერლანდელ ფრანკ დე ვიტს შეხვდა და ისე იჭიდავა, რომ ძალიან კარგ ფორმაში მყოფ მეტოქეს შანსი არ დაუტოვა. ჯერ ვაზარი აუღო, შემდეგ კი მტკივნეული ილეთით წმინდად დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ამ ტურნირზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

ფინალამდე ტატომ უნგრელი ატილა უნგვარი, იტალიელი ანტონიო ესპოზიტო, რუსეთის წარმომადგენელი ალან ხუბეცოვი და სამხრეთკორეელი ლი დაამარცხა.

სამწუხაროდ, ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) და ლუკა მაისურაძე (81 კგ) პირველივე წრეში დამარცხდნენ.

გუშინ ბრინჯაოს მედალი ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) მოიპოვა, ხვალ კი, ტურნირის დასკვნით დღეს ჩვენი ნაკრებიდან 90 კგ-მდე წონაში ბექა ღვინიაშვილი და ლაშა ბექაური, 100 კგ-მდე ვარლამ ლიპარტელიანი, ხოლო +100 კგ-ში გურამ თუშიშვილი, ლევან მატიაშვილი და გელა ზაალიშვილი იასპარეზებენ.

ინკვიზიტორი
ამხელა კაცი ხარ და კეკელკობას თავი დაანებე!!!
წარმატებები დანარჩენებსაც!
მოჭიდავეები არასოდეს გვიცრუებენ იმედებს.
mirosan
უადგილო რატო? 81ში ჭრიკი მართლაც შეუდარებელი იყო ერთი პერიოდი...
ნუგზარ ნუცუბიძე
შვილო ტატო...გილოცავ შენ და შენს მწვრთნელებს და ახლობლებს...საქართველოს ჯილა ხარ.... რო იცოდე როგორ გაგვახარე ......გავმეორდები ჩემს წარმოდგენაში გაცოცხლებული არსენა მარაბდელი ხარ სპარტაკ ბაღაშვილის მიერ შესრულებული......ზურნა რომ აჭყვიტინდა ასე მეგონა კუჭატნელი გამოვიდოდა და ქართულს დაუვლიდით ჭიდაობის წინ ...ამხელა და ამხნის კაცი ავროკდი...ვიგრძენი რომ ერს გადაშენება არ უწერია ასეთი თვალებრდღვიალა ვაჟკაცების მშობელს..აფერუმ ბიჭო ტატო...არსენას თიკუნით უკვე დიქტორმაც შეგამკო..ვიცი რომ არ შეარცხვენ ქართველი ვაჟკაცის გაუხუნებელ ხატებას ...მინდა გავიხსენო წინა წლის თებერვალში დიუსელდორფში გამარჯვებისადმი მიძღვნილი პოსტი...მახარებს რომ რომ მიღწეულით არ დაკმაყოფილდი და ახალი საფერავები დაუმატე შენს ისედაც ჯადოსნურ პალიტრას......ასეთი ტარაბუა დამართო ძიუდოს ფანდებში გამობრძნედილ ჰოლანდიელს.!!!..იმერეთში რო იტყვიან დასანახად ღირდა დე ვიტის დაბზრიალება აი ისე ცუდი მოჩხუბარი რო ფეხს ააცილებს და დატრიალდება...გატყობ შექება არ გწყენს...მე მგონი ტოკიოდან და პარიზიდან ოქრო გვაქვენ და მერე არ ვიცი სად იქნება ოლიმპიადა....... ციტატა თებერვლის პოსტიდან!!!!! "შვილი ტატო, გილოცავ მართლაც რომ ბრწყინვალე გამარჯვებას ....ერთი ტურნირის განმავლობაში მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონების დამარცხება უდიდესი მიღწევაა და დარწმუნებული ვარ ამ გამარჯვებას დიდი რეზონანსი ექნება მსოფლიოში. ტატო ჩემს წარმოდგენაში ძალიან წააგავხარ არსენა ოძელაშვილს სპარტაკ ბაღაშვილის მიერ განსახიერებულს. ამით იმის თქმა მინდა რომ შენში თავმოყრილია ვაჟკაცური იერი, ფენომენალური ძალა და ბრძოლის არაახალგაზრდულად ბრძნულად წარმართვის ნიშატი...ყველა ის თვისება რითაც მიხაილ ჯავახიშვილმა არსენა მარაბდელი დააჯილდოვა როგორც სიმბოლო სიმართლისათვის მებრძოლი ქართველი ვაჟკაცისა. განვმეორდები და საქართველოს როგორც არასდროს ჭირდება გამარჯვების და სიხარულის მომტანი პიროვნებები...ტატო დაგილოცავ მშობლებს, ახლობლებს, მწვრთნელებს და ყველას ვინც ასეთი შეუდრეკელი სულის პატრონათ ჩამოგაყალიბა. ჟურნალისტებო კარგი იქნება, "რაღა დაგიმალო ქალების" ( მაგენი ჩვენც ნაყვარება მაგრამ სხვა სპეციალურ გამოცემებში და არა სპორტულში) მაგივრად ჩვენ სასიქადულო ადამიანებზე და მათ აღმზრდელებზე მოგვაწოდოთ ნარკვევები. სულ გამარჯვებული გევლოს ტატო!!!": ტატო გრიგალაშვილის ოქრო დიუსელდორფის გრან პრიზე
zurab
ნეტა ზურიკელა რას შვრება, როტორელი ფეხბურთელი?
კახა
ფავორიტია ოლიმპიადა უნდა დადოს წარმატებები უფალი გიფარავდეს არავითარ შემთხვევაში ღრუბლებში არ წახვიდე მხოლოდ შრომა და შრომა ყველაზე წარმატებული ქართველი ძიუდოისტი უნდა გახდე ოლიმპიადა რამდენჯერმე უნდა მოიგო!
ელგუჯა
აიღეთ მაგალითი ახალგაზრდებმა რა მშრომელია და ძლიერი
ამირანი
მადლობა ტატოს საქართველოს გახარებისთვის
ლეო
არ გაჩერდე ტატო, შენ უდიდესი მომავალი გელოდება, წინ საქართველოს სახელით!!!
ბექა
ბრავო ტატო! როგორ ერთი ამოსუნთქვით მოიგო ტურნირი, შესანისნავია.
პპპ123
ოქრო კაცი....
იკა
შეიძლება შედარება უადგილოა, მაგრამ ძალიან მინდა ამ წონის ,,ჭრიკიშვილი" გახდეს. მაგარი ბიჭი ხარ ტატო
ქართველი
ხო, მართლა არსენას გავს :))))) უფრო სწორედ სპარტაკ ბაღაშვილს :) წარმატებები ტატო-არსენას! :)
გურამი
გილოცავ ტატო და მთელ საქართველოს! ეხლა ოლიმპიური და მსოფლიოს ოქრო გვინდა რაშიც დარწმუნებული ვარ რომ შეძლებ!
ILIA
გილოცავთ, ქართველებო!!! მაგარი ბიჭი გვყავს - ჩვენი ტატო-არსენა!!!
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEOS] ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] ქართული ფინალი ავსტრიის გრან-პრიზე - ტატო გრიგალაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა
[VIDEO] "რუსეთი ოკუპანტია" - თბილისში ქართველმა გულშემატკივრებმა რუსი სპორტსმენის დაჯილდოვებისას ჰიმნს უსტვინეს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
[VIDEOS] გრიგალაშვილი VS არბუზოვი, მაისურაძე VS მაიდოვი და ბექაურის ბრინჯაოს შანსი - ევროპის ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე
[VIDEO] ლუკა მაისურაძე ევროპის ჩემპიონია! ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა