თელ-ავივის გრან სლემი: ქართველების 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი და გუნდური პირველი ადგილი [VIDEO]

AutoSharing Option
დასრულდა თელ-ავივის გრან სლემი. დღეს ძიუდოისტთა ტურნირის დასკვნით ბლოკში მედლებისთვის ექვსივე ქართველმა იბრძოლა და ხუთი მედალი მოიპოვეს.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ვაჟთა შორის 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

-90 კილოგრამ კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისათვის ბექა ღვინიაშვილმა იპონით მოუგო აზერბაიჯანელ მეჰდიევს და მესამე ადგილი დაისაკუთრა.

ამ წონაში ფინალი ქართული გამოდგა. ლაშა ბექაურს ესპანეთის სახელით მოასპარეზე, მსოფლიოს ჩემპიონი ნიკოლოზ შერაზადიშვილი
დაუპირისპირდა, მეტად თანაბარ და დაძაბულ ბრძოლაში ლაშამ ნიკოლოზს ვაზარით სძლია და პირველი ადგილი ირგუნა.

-100 კილოგრამში ბრინჯაოს მედლისათვის ქართველებს მოუწიათ ერთმანეთთან შებმა. ონისე სანებლიძისა და ილია სულამანიძის დუელში გამარჯვება ორი ვაზარით სულამანიძეს დარჩა.

+100 კილოგრამ კატეგორიაში გურამ თუშიშვილს ბრინჯაოსათვის შეტოქება ბულგარელ ვახავიაკთან მოუხდა და დიდი ძალისხმევის გარეშე, ორი ვაზარით, სუფთად დაამარცხა მეტოქე.

აი, ფინალში გელა ზაალიშვილის მეტოქე ამ ბოლო დროს მეტად გაძლიერებული რუსეთის წარმოამადგენელი ბაშაევი გახლდათ. გელამ ტაქტიკურად სწორად წარმართა ჭიდაობა, მეტოქე კონტრილეთზე დაიჭირა, იპონზე დასცა და ოქროს მედალი ალალად დაისაკუთრა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ზალიშვილი ყოჩაღ,ოღონდ ეს ციცარივით ყივილი სად ისწავლეთ რა არი რას ჰგავს?
ბექაური მაგარი ტალანტია მაგრამ მსახიობობას(ტრიპაჩობას)თუ არ მოეშვება ვერაფერს მიაღწევს
ბაბუაწვერა
08:32 21-02-2021
2
გუნდური მეორე ადგილი და არა პირველი
ბაჯო
13:51 21-02-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული