თელ-ავივის გრანდ-სლემზე 73კგ-მდე კატეგორიაში ბრინჯაოს მედალს ნუგზარ ტატალაშვილი დაეუფლა. გადამწყვეტ ბრძოლაში ტატალაშვილის მოწინააღმდეგე შვედი ტომი მაგიასი იყო, რომელმაც ვაზარი კი აუღო, მაგრამ ნუგზარმა მალევე ვაზარით უპასუხა, შემდეგ კი სუფთაზე დასცა მეტოქე და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ამავე წონაში, ასევე ბრინჯაოს მედლისათვის ლაშა შავდათუაშვილი ებრაელ ტოჰარ ბუტბულს დაეჭიდა. თანაბარი ორთაბრძოლა გოლდენ სკორში გადავიდა და თითქოს ლაშა გამარჯვებასაც მიუახლოვდა, მაგრამ მსაჯმა მეტად არაობიექტური გადაწყვეტილება მიიღო, მესამე, სრულიად უსაფუძვლო გაფრთხილება მისცა და მასპინძელს გაამარჯვებინა.
ყველამ ვიცით, რომ მასპინძლებს ერთი გაფრთხილება ჯიბეში აქვთ. ლაშამაც იცოდა და სამწვრთნელო შტაბმაც.
წარმატება საქართველოს