თბილისის გრან სლემს გულშემატკივარი უბრუნდება! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
26-28 მარტს თბილისში გასამართ გრან სლემზე, საქართველოს მთავრობის ახალი რეგულაციების მიხედვით, შესაძლებელი ხდება გულშემატკივრების გარკვეული რაოდენობის დაშვება.

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციას პანდემიის გამო შეჯიბრებების ჩატარების საკუთარი წესები აქვს. ამიტომ, ამასთან დაკავშირებით, საქართველოს ძიუდოს ფედერაცია აწარმოებს მოლაპარაკებას ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციასთან, თუ რა რეგულაციებით დაიშვება გულშემატკივარი დარბაზში.

ეს კი ძიუდოისტების შემადგენლობა:

-60 კგ - თემურ ნოზაძე, ჯაბა პაპინაშვილი, ლაშა ჩადუნელი, შაქრო შათირიშვილი.

-66 კგ - ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი, გიორგი თუთაშვილი, ბექა წიფიანი.

-73 კგ - ლაშა შავდათუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი, ფრიდონ გიგანი, თორნიკე
გვიჭიანი.
-81 კგ - ტატო გრიგალაშვილი, ვლადიმერ ახალკაცი, გიგა გიგაური, დიმიტრი გოჩილაიძე.

-90 კგ - ავთანდილ ჭრიკიშვილი, გიორგი პაპუნაშვილი, იმედა გოგოლაძე, გიორგი ქურდიანი.

-100 კგ - ილია სულამანიძე, ონისე სანებლიძე, გიორგი ჩიქოვანი, ნიაზ დიასამიძე.

+100 კგ - გელა ზაალიშვილი, ლევან მათიაშვილი, ონისე ბუღაძე, საბა ინანეიშვილი.

-48 კგ - ნატალია ყიფშიძე.

-52 კგ - ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი, მარიამ ჯანაშვილი, მზია ბებოშვილი.

-57 კგ - ეთერ ლიპარტელიანი.

-63 კგ - ინდირა სილაგაძე.

-70 კგ - მარიამ ჭანტურია.

+78 კგ - სოფიო სომხიშვილი.

წყარო: საქართველოს ძიუდოს ფედერაციის "ფეისბუქგვერდი"


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული