ლისაბონში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი ფინალში იტალიელ მანუელ ლომბარდოსთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
მარგველაშვილი ტურნირზე მეორე წრიდან ჩაერთო და ესპანელი ადრიანო ნიეტო ჩინარო, ბელარუსი დმიტრი მინკოუ და სერბი სტრაჰინია ბუნჩიჩი დაამარცხა.
ქალთა შორის მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ეთერ ლიპარტელიანი (- 57 კგ) კოსოვოელ ნორა ჯაკოვასთან დამარცხდა.
იქამდე ლიპარტელიანმა უკრაინელ მარია სკორას და გერმანელ იანა ციგლერს სძლია, მეოთხედფინალი ფრანგ სარა-ლეონ ცისიკესთან წააგო, რეპეშაჟში კი ისრაელის წარმომადგენელი ტიმნა ნელსონ ლევი დაამარცხა.
სამწუხაროდ, მედლების გარეშე დარჩნენ თემურ ნოზაძე
(- 60 კგ), მარიამ ჯანაშვილი (- 52 კგ) და ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი (- 52 კგ).
ხვალ ლისაბონის ტატამზე ლაშა შავდათუაშვილი (- 73 კგ) და მარიამ ჭანტურია (- 70 კგ) გავლენ