შავდათუაშვილი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და უნიკალური შედეგი დააფიქსირა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბუდაპეშტში, ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე, მესამე საშეჯიბრო დღეს, ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) ფინალში შვედ ევროპის ჩემპიონს, ტომი მაციასს სძლია და ოქროს მედალს დაეუფლა.

შავდათუაშვილმა გადამწყვეტ ბრძოლამდე პერუელი ალფონსო ვონგსი, ბრაზილიელი ედუარდო ბარბოსა, ებრაელი იეჰონათან ელბაზი, უნგრელი მიკლოშ უნგვარი და თურქი ბილალ ჩილოღლუ დაამარცხა.

შავდათუაშვილი პირველი ქართველი ძიუდოისტია, რომელმაც ოლიმპიადა, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები მოიგო.

ნუგზარ ტატალაშვილი (73 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) ასპარეზობას ადრევე გამოეთიშნენ და მედლების გარეშე დარჩნენ.

ხვალ ბუდაპეშტის ტატამზე ტატო გრიგალაშვილი და ლუკა მაისურაძე (ორივე 81 კგ)
გავლენ.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ყოჩაღ ლაშა, საღოლ, ძალიან მაგარი ხარ, გილოცავ! ვულაცავ სრულიად საქართველოს! კიდევ ბევრი გამარჯვება, სამშობლოვ, რაც ასე გვაკლია!!! ჩვენ ბრძოლაში ვართ ბედნიერები!!!
mamuka09ze
08 ივნისი 2021 21:49
3
არის, ყოჩაღ ლაშა...საამაყო ხარ! - მაგრამ ამ ჭიდაობით ოლიმᲙიური ოქრო გაგვიჭირდება, მეტი დამუშავებული ილეთების გამოყენება და Კარტერში ჭიდაობისათვის 2,3 ილეთი მაინც დაამუშავე... ოლიმᲙიური ოქრო ამ წინაშიც გვჭირდება- შეგვიძლია.
გლახუნა
08 ივნისი 2021 21:15
6
პირველ რიგში ლაშას და შემდეგ სრულიად საქართველოს ვულოცავ! ნამდვილად ისტორიული შედეგია! ლაშა ლამის ყველამ ჩამოწერა,მაგრამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი კლასი. ტაქტიკურად იჭიდავა ბრწყინვალედ,უბრალოდ უნაკლოდ და უშეცდომოდ,ხოლო მისი ფიზიკური მომზადება მართლა გასაოცარია. 4 შეხვედრა დამატებითში მოიგო,ერთერთი კი უნგვართან 12წუთი გაგრძელდა თითქმის!! დღეს იღბალიც მის მხარეზე იყო რადგან ბადე დაუჯდა გადასარევი,თუმცა ეს რათქმაუნდა გრამითაც არ აკნინებს მის გამარჯვებას. მე ვფიქრობ კიდევ ერთი ოლიმპიური ციკლი შეუძლია მას რომ მაღალ დონეზე იჭიდაოს. კიდევ უფრო დიდი წარმატებები ლაშას! იმედია ის ჩვენი ერთადერთი ჩემპიონი არ იქნება ამ მსოფლიოზე!
ალექს
08 ივნისი 2021 20:52
0
ღმერთმა გაგახაროს ლაშა ჩვენი გახარებისთვის
დავით
08 ივნისი 2021 20:53
0
დიდებულია! ბრავო ლაშას! დამასახურებული გამარჯვებაა. წარმატებები ოლიმპიადაზც.
ვახო
08 ივნისი 2021 20:57
0
გილოცავ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
zaza
08 ივნისი 2021 20:58
1
გილოცავ ჩემო საყვარელო ქართველო ერო ლაშას მსოფლიოს ჩემპიონობას..კიდევაც დაიზრდებიან......ყველაფერში აღმასვლის დასაწყისი ყოფილიყოს....მტრის ჯინაზე..საქართველოს გაუმარჯოს....იხაროს შენმა ჯილაგმა ლაშა..ულოცავ შენს მშობლებს...ნათესავებს..მეგობრებს..მწვრთნელებს.. დიდი მადლობა ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ დიდ გაბრწყინებაში..გეხვევით მრავალჟამიერ....სიხარული არ მოგვშლოდეს..ამინ.....

ორიოდ სიტყვა ჩვენს სასიქადულო ეთერ ლიპარტელიანზე !!!!! დღეს მიმწუხრისას ეთერი იაპონელ "ვარსკვლავს " ხვდებოდა ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე...ეთერიმ ამ ბრძოლამდე დაამარცხა ორი მოწინაღმდეგე და შემდეგ შეხვდა იაპონელთა ერთერთ ფავორიტ ძიუდოისტ ქალს (მოგეხსენებათ მსოფლიო ჩემპიონატზე იაპონიის ნაკრებში მხოლოდ უძლიერესები ხვდებიან) .. მომო ტამაიოკის !!! ძალიან დაძაბულ ბრძოლაში ეთერიმ აჩვენა მართლაც რომ შესაშური შეუპოვრობა და ამ 26 წლის ბრძოლებში გამობრძმედილ ძიუდოისტს შეხვედრის ბოლოს ვაზარი გაუქვითა...აქ მოხდა იშვიათი შემთხვევა ძიუდოში!!!! ნერვული დაძაბულობის ფონზე ეთერიმ დაუშვა ფორმალური შეცდომა !!!...ორთაბრძოლის შეჩერების შეძახილი (მატე იაპონურად) რეფერისგან ოფიციალურად არ გაჟღერებულა ( ყოველ შემთხვევაში ტატამზე ეს შეძახილი არავის გაუგონია!!!..ეთერი ( კიდევ ერთხელ იმ არნახული დაძაბულობის და ხმაურის ფონზე შეიძლება ვივარაუდოთ რომ ეთერის მოესმა მსაჯის შეძახილი "მატე") შემოტრიალდა და გაემართა ტატამის თავისი კუთვნილი მონაკვეთისაკენ....ამ დროს ქართველი ძიუდოისტი ზურგით იდგა იაპონელისადმი...ფორმალურად და კიდევ ერხელ ფორმალურად ყველამ ეს მანევრი აღიქვა როგორც არასანქცინირებული ბრძოლის არეალიდან გამოსვლა!!!! იაპონელმა იხელთა დრო და ზურგიდან დაესხა ეთერის და მეორე ვაზარი ანუ გამარჯვება მოიპოვა..მე და არა მარტო მე (ალბათ ბევრ ქრთველ გულშემატკივარს) გული ჩამწყდა გაოგნებუბული და აცრემლებული ეთერის შემხედვარეს ...არ შემიძლია არ არ გამოვთქვა ჩემი და ასევე დარწმუნებული ვარ ათასობით გულშემატკივრის გულისწყრომა!!!!ძიუდო ჩამოყალიბდა როგორც რაინდული ორთაბრძოლა და ამ დროს ამ სპორტის ფუძემდებელი ქვეყნის წარმომადგენელი არღვევს ელემენტარული წესიერების ( არავინ ითხოვს ფეირპლეის პრინციპების დაცვას) ნორმებს.......ზურგიდან თავდასხმით იპარავს გამარჯვებას..შე არაკაიდედმამისშვილო ერთ წამში ეთერი დაიკავებდა თავის კუთვნილ ადგილს ტატამზე და მერე შეგეტია..ჩემი აზრით მომომ ჩაიდინა აშკარად შეუფერებელი საქციელი..ქართულ ჭიდაობაში დაცემულის შეხება საერთოდ აკრძალულია..არაფერს ვამბობ ზურგიდან მიპარვაზე!!!!!მსოფლიო ძიუდოს კორიფემ ფრანგმა რინერიმაც არ იუკადრისა ზურგიდან თავდასხმა ქართველ მატიაშვილზე!!!! მინდა მოუწოდო ჩვენს სასიქადულო ძიუდოისტებს არ აყვეთ ამისთანა მოწინააღმდეგეებს საძრახის საქციელში..დაე ქართველი სპორტსმენების რაინდობა დარჩეს ყველასათვის მისაბაძად და საარაკოდ...გფარავდეთ უფალი!!!!!! ამინ...
ნუგზარი
09 ივნისი 2021 10:12
0
ნუგზარ ყველაფერი იდეალურად დაწერე და გადმოეცი მაგრამ ორჯერ რა საჭირო იყო რომ დაწერე ვერ მივხვდი კი გამიგია გამეორება ცოდნის დედააო მაგრამ აქ რა აუცილებელი იყო ვერანაირად ვერ მივხვდი
maroko
09 ივნისი 2021 14:47
1
ვულოცავ სრულიად საქართველოს!!!
დიმო
09 ივნისი 2021 06:10
0
უნგვარის დამარცხების შემდეგ მე ვიგრძენი, რომ დღეს ლაშას დღეა და მას დღეს ვერავინ დარცხებს, ამიტომ მივულოცე კიდეც წინასწარ. ნაკრების მწვრთნელებო, ასტროლოგია ხუმრობა საქმე არ არის, ფართოდ გამოიყენეთ გუნდების დაკომპლექტების დღეს.
ჟორა გაბრიჭიძე
09 ივნისი 2021 10:30
2
დღეს ტატო-არსენაც გახდება ჩემპიონი!
შეჭამა ყველა მეტოქე...
ILIA
09 ივნისი 2021 16:26
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული