შავდათუაშვილი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და უნიკალური შედეგი დააფიქსირა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბუდაპეშტში, ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე, მესამე საშეჯიბრო დღეს, ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) ფინალში შვედ ევროპის ჩემპიონს, ტომი მაციასს სძლია და ოქროს მედალს დაეუფლა.

შავდათუაშვილმა გადამწყვეტ ბრძოლამდე პერუელი ალფონსო ვონგსი, ბრაზილიელი ედუარდო ბარბოსა, ებრაელი იეჰონათან ელბაზი, უნგრელი მიკლოშ უნგვარი და თურქი ბილალ ჩილოღლუ დაამარცხა.

შავდათუაშვილი პირველი ქართველი ძიუდოისტია, რომელმაც ოლიმპიადა, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები მოიგო.

ნუგზარ ტატალაშვილი (73 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) ასპარეზობას ადრევე გამოეთიშნენ და მედლების გარეშე დარჩნენ.

ხვალ ბუდაპეშტის ტატამზე ტატო გრიგალაშვილი და ლუკა მაისურაძე (ორივე 81 კგ)
გავლენ.

მკითხველის კომენტარები / 14 /
დღეს ტატო-არსენაც გახდება ჩემპიონი!
შეჭამა ყველა მეტოქე...
ILIA
16:26 09-06-2021
1
ბრავო ლაშა!!! გილოცავ, გილოცავ, გილოცავ!!! სამი უმაღლესი დონის ოქრო!!! იშვიათი მიღწევაა მსოფლიოს მასშტაბით...
tngh
15:19 09-06-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული