გრიგალაშვილი ფინალში დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბუდაპეშტში, ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე, მეოთხე საშეჯიბრო დღეს, 21 წლის ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ფინალში ბელგიელ მატიას კასესასთან დამატებით დროში იპონით დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

გრიგალაშვილმა ფინალამდე კორეელ მონ ჯი ლის, შვედ რობინ პაჩეკს, ბერძენ ალექსიოს ნტანაციდისს, ბელგიელ სამი ჩოუჩის და ნიდერლანდელ ფრანკ დე ვიტს სძლია.

სამწუხაროდ, ამავე წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძე მეოთხედფინალში უზბეკ შაროფიდინ ბოლტაბაევთან დამარცხდა და მედალი ვერ მოიპოვა.

შეგახსენებთ, გუშინ ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) გახდა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
ძალიან აცეტებული იყო და ასე მგონია ეს დამარცხება სჯობდა ოლიმპიადაზე მარცხს, კარგი მაგალითი იქნება, ძალიან კარგი.
vvv
09 ივნისი 2021 21:05
4
არც ზრდილობა არ ქონია
ggo
09 ივნისი 2021 21:24
8
არ შეიძლება 21 წლის ბიჭს ასეთ სუსტი სუნთქვა ჰქონდეს.
hhh
09 ივნისი 2021 20:55
7
ახალი განკურნებულია კორონასგან.... ბოლო მომენტში წაიყვანეს.
dima
10 ივნისი 2021 03:22
0
მაშინ გასაგებია.
hhh
10 ივნისი 2021 14:05
0
გამარჯვების მერე, ძაან ეხვევა მეტოქეებს და დამარცხების მერე რას ჰგავდა მისი საქციელი!
არა, ეგ ბიჭი ჯერ მზად ჩემპიონობისთვის (მსოფლიოზე). დამრჩა შთაბეჭდილება, რომ გამარჯვების შემთხვევაში, თავში აუვარდებოდა...
ახლა კი დაეშვა(ს) მიწაზე) და კარგად გაანალიზოს ის, თუ რატომ დამარცხდა...
ოლიმპიურ მედალ ვუსურვებ მთელი გულით!
გაიზარდოს, დაღვინდეს და მერე კიდევ დიდხანს და ხშირად გაიხარებს გულს საკუთარი გამარჯვებებით და გაგვახარებს ჩვენც...
₾ადო
10 ივნისი 2021 10:29
2
ეხლა წავიკითხე ამის წინა ინტერვიუ კორონა გადაიტანა რამდენიმე თვის უკან და სულ მცირე 3-4თვე მაინც უნდა ორგანიზმს რომ აღიდგინოს დიხანია და
ფიზიკური გამძლეობა ორგანიზმს ანგრევს. აქედან გამომდინარე კარგად იჭიდავა საღოლ ოლიმპიადაზე უფრო მონდომებით წავა ეხლა რო მოეგო მოდუნდებოდა...
რომა
10 ივნისი 2021 01:57
1
სულ მცირე ტეხავს მსოფლიოზე მიდიხარ და ფინალში ისე იღლები ფეხზე ვეღარ დგები... ბელგიელს შიშის მეტი არაფერი ეტყობოდა. თავის თავი თვითონ დაამარცხა ტატომ. კი შეიძლება ბევრი ენერგია დახარჯა ფინალამდე მაგრამ მომზადებას რომ იწყებდა ფინალში გასვლაც ხო ქონდა დაგეგმილი... მეტი შრომა ჩემო ძმაო პატარა ბიჭი ხარ შენი დაღლა ეხლა უცხო უნდა იყოს
რომა
10 ივნისი 2021 01:46
4
მისი მსოფლიოზე გამოსვლა არ იგეგმებოდა და სულ ბოლო მომენტში შეიყვანეს განაცხადში.წესით ფორმის პიკში,ოლიმპიადისთვის უნდა შესულიყო. საუკეთესო ფორმაში რომ ვერ იქნებოდა,ცხადია.თან მისი მეტოქე,რეიტინგში პირველ ადგილზეა და ესე იგი,მართლაც მაგარი ბიჭია.ასე რომ ამ დამარცხებაში სასირცხვილო არაფერია.გააგრძელებს მზადებას და შეიძლება უკეთესიც კი იყოს.ოლიმპიადისთვის,უფრო ემოციურად დამუხტული მივა
სოსო
10 ივნისი 2021 10:45
0
არა უშავს. ოლიმპიადისთვის უნდა მოემზადოს. 21 წლისაა და კიდევ ბევრი წარმატება ელის. ჯობია ასე შევხედოთ, თორემ გულისწყვეტა განწყობას გვიფუჭებს.
: )))))))
10 ივნისი 2021 10:47
0
ძალიან ცუდად მენიშნა ტატოს ნამეტანი ცანცარი ბრინჯაოზე გამოსვლის წინ . ტაოტს ვუსურვებ ყველაფერს კარგს ჯერ უნდა დაღვინდეს და დაემსგავსოს შავდათუაშვილს აი მერე წარმატებები მოვა აუცილებლად .
vova
27 ივლისი 2021 17:03
0
ამას კი ნამდვილად არ ველოდი?! შოკში ჩავვარდი!
aburjga
10 ივნისი 2021 08:37
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული