გრიგალაშვილმა ჯერ კორეელ მონ ჯი ლის, შემდეგ შვედ პაჩეკს, მესამე შეხვედრაში კი ბერძენ ალექსიოს ცანაციდს სძლია. ტატომ მეოთხედფინალში ბელგიელი სამი ჩოუჩი საკმაოდ იოლად დაამარცხა, ნახევარფინალში კი ნიდერლანდელი ფრანკ დე ვიტი 23 წამში იპონით სძლია და ფინალში გავიდა. ფინალში მისი მეტოქე კიდევ ერთი ბელგიელი, მატიას კასე იქნება.
ლუკა მაისურაძემაც მშვენივრად დაიწყო - ამერიკელი რაითი და კანადელი ბრიანდსი დაამარცხა, მაგრამ უზბეკ ბოლტობაევთან ვერაფერი მოახერხა და მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა. უზბეკეთის ძიუდოისტთა ნაკრებს ილიას ილიადისი (ჯარჯი ზვიადაური) წვრთნის.
ლაშა შავდათუაშვილი: მიყვარს ძიუდო, მიყვარს კვარცხლბეკზე დგომა
შავდათუაშვილი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და უნიკალური შედეგი დააფიქსირა [VIDEO]
- და მაისურაძე - რატომ დამძიმდა, რეგრესირდა (?!) , თიქოსოს ჭიდაობის ეშინია , ან- არ იცის , ან - არ უნდა
... ძალიან ბევრ გაფრთხილებებს იღებს ... არადა ძალით, ენერგიით ყველა ძიუდოისტს შეუძლია მოუგოს... მოკლედ ამ ბიჭს მოუხსებით ფსიქოლოგიური დაძაბულობები - დატვირთვები და ...ოლიმᲙიადაზე ფიზიკურად მოუმატეთ ბიჭებო - 3 - 4 ოქრო მაინც გვჭირდები ...