15:30 11-06-2021
ლიპარტელიანმა უხერხული მეტოქე დაამარცხა - ქართველები ბრინჯაოსთვის იჭიდავებენ [VIDEO]
AutoSharing Option
ვარლამ ლიპარტელიანმა დღე მშვენივრად დაიწყო - სიმეონ კატარინას (ნიდერლანდები) დამარცხების შემდეგ მისთვის ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ მეტოქეს, იაპონელ კენტარო იიდას სძლია, რომელთანაც არცერთი გამარჯვება არ ჰქონდა, მაგრამ მეოთხედფინალში სერბ ალექსანდრ კუკოლთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც არმან ადამიანს მოუგო და მესამე ადგილისთვის იჭიდავებს.
ილია სულამანიძემ ჯერ თურქ მერთ შიშმალარს სძლია, შემდეგ - გამოცდილ აზერბაიჯანელ ელმარ გასიმოვს. ქართველმა ძიუდოისტმა მონღოლი ლხაგვასურენი სულ რაღაც 46 წამში დაამარცხა, მაგრამ მოქმედ ჩემპიონს, პორტუგალიელ ფონსეკას ვერაფერი მოუხერხა. სულამანიძემაც რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც ფრანგ იდირს სძლია და მესამე ადგილის დაკავებას შეეცდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
რას ჰქვია,კუკოლჯს ვერაფერი მოუხერხა?ლიპო ვაზარით იგებდა,არც ერთი გაფრთხილება არ ჰქონდა და წუთზე ნაკლები იყო დარჩენილი.შეეძლო გაფრთხილებებით გაეყვანა დრო და გამარჯვებამდე მიეყვანა საქმე,მაგრამ სუფთა გამარჯვების მოპოვება მოინდომა და ჩაბრუნება ბოლომდე ვერ მოასწრო.ეგონა კიდეც,რომ მან გაუკეთა და მას ჩაუთვლიდნენ ილეთს,მაგრამ მსაჯებმა მეტოქეს მისცეს "იპონი".ალბათ არ უნდა გაერისკა,მაგრამ ვერაფერი გააწყო,სულ სხვა რამეს ნიშნავს და ილია სულამანიძეს დაემართა ფონსეკასთან ბრძოლაში.ფონსეკამ ჯანით აჯობა,მაჯებს უჭერდა და და მერე იქიდან უკეთებდა გდებებს.წინა შეხვედრებში ილია თითქოს გვიან ერთვებოდა ბრძოლაში,მიიღებდა შიდოს,ერთხელ ორი შიდოც კი მიიღო და მერე გამოიღვიძებდა ხოლმე.გაღვიძებული კი,უცბად უთავებდა მეტოქეებს საქმეს.თუმცა ფონსეკათან,სანამ გაიღვიძებდა,უკვე დამთავრებული იყო ბრძოლა.დღეს,მართლაც ძლიერია ფონსეკა
6
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული