ლაშა ბექაურმა (-90) დღეს ტრავმის შემდეგ ტატამზე პირველი ვარჯიში ჩაატარა.
ძიუდოისტის ვარჯიში ექიმების, რეაბილიტოლოგებისა და მწვრთნელების მეთვალყურეობით მიმდინარეობდა.
ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმის, ზურაბ კახაბრიშვილის გადაწყვეტილებით, ლაშა ბექაური საწყის ეტაპზე მსუბუქად დაიტვირთება.
მედიკოსთა გუნდი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებს სრულ მზადყოფნაში შეხვდეს.
შეგახსენებთ, ბექაურმა ტრავმა მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღო, ტოკიოს ოლიმპიადა კი, სადაც სპორტსმენმა უნდა იასპარეზოს, სტარტს 23 ივლისს აიღებს.
წყარო: საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია
09:35 06-07-2021
ბექაურმა ტრავმის შემდეგ პირველი ვარჯიში ჩაატარა [PHOTO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ძალიან საეჭვოა ფორმაში შესვლა და კონდიციების აღდგენა მოასწროს.ალბათ ახლავე, აქცენტის ბექაზე გადატანა აჯობებს.წინა ციკლში ბექა დაგვეჩაგრა,ახლა კი, ლაშა აღმოჩნდა ცუდ სიტუაციაში.ასეა თუ ისე,რომელიც წავა,ნებისმიერს,დიდ წარმატებას ვუსურვებ.ორივეს აქვს მედლის შანსი და იმედი მაქვს,წასული,მოიპოვებს კიდეც.
8
3
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული