კიდევ ერთი ქართველის მედალი სხვა ქვეყნისათვის - შამილ ბორჩაშვილის ბრინჯაო

AutoSharing Option
ტოკიოს ოლიმპიადაზე კიდევ ერთმა ქართული წარმომავლობის ძიუდოისტმა მოიპოვა მედალი - 81 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალს ავსტრიის სახელით მოასპარეზე შამილ ბორჩაშვილი დაეუფლა.

26 წლის ბორჩაშვილმა პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ანრი ეგუტიძეს, ისრაელელ საგი მუკისა და უზბეკ შაროფიდინ ბოლტაბოევს სძლია, მონღოლ საეიდ მოლაეისთან დამარცხდა, ბრინჯაოსთვის ბრძოლაში კი გერმანელი დომინიკ რესლერი დაამარცხა. ეს ძიუდოში 2008 წლის შემდეგ ოლიმპიადაზე ავსტრიელთა პირველი მედალია. პეკინში ვერცხლის მედალი ლიუდვიგ პეიშერმა მოიპოვა.

"ეს წარმოუდგენელია, ეს შესანიშნავი დღე იყო. ჩემმა მწვრთნელმა ივან ბენიშმა კარგად მომამზადა. მან მითხრა, ბევრი არ
მეფიქრა და ჭიდაობისგან სიამოვნება მიმეღო. ეს გამომივიდა. რამდენიმე ტურნირზე წარუმტებლობის შემდეგ ამან იმუშავა და წარმატებას მივაღწიე", - განაცხადა თვალცრემლიანმა ბორჩაშვილმა ტელეინტერვიუში.

ბორჩაშვილმა თბილისის გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, ოლიმპიადაზე მისი წარმატებული ასპარეზობა კი ბევრისათვის მოულოდნელი იყო.

შეგახსენებთ, მიმდინარე ოლიმპიადაზე საფრანგეთს ბრინჯაოს მედალი ქართველმა ძიუდოისტმა ლუკა მხეიძემ (60 კგ) მოუპოვა.

81 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალს ავსტრიის სახელით მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტი შამილ ბორჩაშვილი დაეუფლა
მკითხველის კომენტარები / 2 /
წარმატებები, კიდევ მრავალჯერ გაგვახარე ...
გლახუნა
10:59 28-07-2021
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული